ა) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის შესახებ;
ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის რეფორმირების თაობაზე;
გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას;
თ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში არსებული პროგრამების განხორციელებაში;
კ) განათლების სფეროში სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განათლების სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელშეწყობას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ;
პ) უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას;
ჟ) ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას და ამ მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ