„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 9 იანვრის №2104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №01-05/1 |
|
2025 წლის 25 მარტი ქ. ბათუმი |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 9 იანვრის №2104 ბრძანებაში (სსმ, 10/01/2019, ს/კ 010340000.33.058.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) ბრძანების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივების ტიპური თანდართული დებულება.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება –საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივების ტიპური დებულება“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივი (შემდგომში – ადგილობრივი არქივი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) ტერიტორიული ორგანო.“;
ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი არქივი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების _ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს არქივების უფლებამონაცვლე, რომელიც წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს არქივების უფლებამონაცვლეს.“;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივ არქივს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ადგილობრივი არქივის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|