,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-05/1
სარეგისტრაციო კოდი
010340000.33.058.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება 01-05/1

2026 წლის 28 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და მე-20 მუხლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებასა (სსმ, 26.03.2025, ს.კ 010340000.33.058.01174) და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საგანმანათლებლო რესურსების მართვის განყოფილება.“;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის საჭიროებებიდან გამომდინარე) შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სამინისტროს საშტატო ნუსხაში (დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი).“;

გ) ცვლილება შევიდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისას ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შტატის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთი შტატის არარსებობის შემთხვევაში კი – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81

1. დეპარტამენტის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

დ) ვიზას ადებს მის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული სამართლებრივი აქტების ან/და დოკუმენტების პროექტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტების კანონიერებაზე;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის/მინისტრის მითითებებს და დავალებებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101

საგანმანათლებლო რესურსების მართვის განყოფილება:

ა) ამზადებს წინადადებებს საჯარო სკოლების  ინფრასტრუქტურის განვითარების, გაუმჯობესებისა და განახლების მიმართულებით;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგებას;

გ) გეგმავს და კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების ინვენტარით, ტექნიკით, ავეჯით, სასწავლო და ადმინისტრაციული აღჭურვილობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჭიროებებს;

დ) ახორციელებს საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს;

ე) მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მატერიალური რესურსების მიმართულებით;

ვ) ამზადებს ტექნიკურ დავალებებს, დასკვნებსა და წინადადებებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით (კომპეტენციის ფარგლებში);

ზ) უზრუნველყოფს შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და მიზნობრივი გამოყენების კონტროლს;

თ) კოორდინაციას უწევს ურთიერთობას სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჯარო სკოლებთან, შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან;

ი) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2026.
როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.01.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-05/1. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.33.058.016185.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №01-05/1, 28.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.058.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6767905/