📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2025
ძალაში შესვლა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.024973 41
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/03/2025
299 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
01.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 17.10.2022 სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონი 88% 22.02.2019 საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 12.06.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 06.09.2021 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 23.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №82 2025 წლის 21 მარტი    ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“. მუხლი 2🔗 „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სსიპ − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ემბლემა, დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. მუხლი 3🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი მუხლი 1🔗 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში − სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა განხორციელდეს სამსახურის ადმინისტრაციული შენობების ფასადებსა და ინტერიერში, სამუშაო კაბინეტებსა და აუდიტორიაში, საცერემონიო-სარიტუალო ღონისძიების ადგილზე, სამსახურებრივ მოწმობებსა და ბლანკებზე, ლუქებზე, ნაბეჭდ პროდუქციასა და ელექტრონულ მასალებზე, სამსახურის ვებგვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე, საინფორმაციო-სარეკლამო და სხვა სამსახურებრივ ვიდეომასალაზე, ბანერებსა და აბრებზე, სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, სამსახურებრივ ინვენტარსა და ბრენდირებულ პროდუქციაზე, სამსახურის უწყებრივ ჯილდოებსა და სავიზიტო ბარათებზე, სანებართვო მოწმობებსა და საშვებზე. 2. დაუშვებელია სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დაზიანება, არამართლზომიერი და თვითნებური სახეცვლილება, არასამსახურებრივი მიზნით, დაზიანებული სახით ანდა სხვა ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც ლახავს სამსახურის პატივსა და ღირსებას. 3. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად შეიძლება, განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის“ შესაბამისად.