საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2025
ძალაში შესვლა 12.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017316 55
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.03.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №32
2025 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 აპრილის №35 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.
3. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებით, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადება;
ე) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეკომენდაციების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველო;
ბ) მონიტორინგის სამმართველო.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები
1. რეკომენდაციების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, ასევე სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება;
ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა;
გ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
2. მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით და სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება;
ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში;
გ) შესაბამის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობის მიღება გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში და მიღებული ინფორმაციის წარდგენა რეკომენდაციების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოსთვის;
დ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის ინსტრუქციას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
ზ) შესაბამისი რეკომენდაციის გადაწყვეტილების პროექტს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს კომისიას, როგორც კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;
თ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას;
კ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ლ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ნ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესასრულებლად;
ო) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
რ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ს) წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის პასუხისმგებელ მდივანს;
ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის სხდომების ჩატარებას;
უ) განიხილავს და ახდენს რეაგირებას შემოსულ კორესპონდენციებზე;
ფ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებებს;
ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც სამსახურში მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.
9. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელე.
10. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას;
დ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.