საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 27.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/107
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.024.016901 266
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/04/2025
734 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 15.03.2024 საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 15.01.2015 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 12.04.2022 პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 31.12.2021 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 12.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/107 2025 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) ალექსი ახვლედიანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი – საბჭოს ხელმძღვანელი; ბ) არჩილ ინასარიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის პირველი მოადგილე – საბჭოს წევრი; გ) ქრისტინა რზგოევა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე – საბჭოს წევრი; დ) ავთანდილ გეგენავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ე) ვიტალი ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრის უფროსი – საბჭოს წევრი; ვ) ირაკლი დევაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ზ) ვლადიმერ ქუთათელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; თ) დავით ჯინჭარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ი) ლუიზა წვერავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; კ) ლევან სარჯველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის დროშის კონტროლის სამმართველოს უფროსი –საბჭოს წევრი; ლ) ქრისტინე ახალაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი;  მ) დავით ვარშანიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცერი – საბჭოს წევრი; ნ) ლაშა სარჯველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი; ო) მელანო აბაშიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი; პ) მერაბ ქაჯაია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – საბჭოს წევრი; ჟ) გიორგი შოშიტაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს მრჩეველი – საბჭოს წევრი; რ) ირაკლი ჭავჭანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; ს) ქრისტინე ვარდანაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; ტ) შოთა მიროტაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – II სამმართველოს (ბათუმი) უფროსი – საბჭოს წევრი; უ) გიორგი ქართველიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; ფ) კახაბერ გუდიაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი – საბჭოს წევრი; ქ) შოთა კუნჭულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი; ღ) ლაშა შარაშენიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი; ყ) მარიამ ქათამაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უმცროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗 საბჭოს დაევალოს: ა) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობის კოორდინაცია საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით; ბ) წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი გაუმჯობესების გეგმის დასახვა აუდიტის წარმატებით გასავლელად; გ) შესაბამისი გეგმის ფორმირების მიზნით, წინადადებების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში. მუხლი 3🔗 საბჭოს საკოორდინაციო ღონისძიებების საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე