ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024984 424
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/03/2025
3,378 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ნიშანდება − საიდენტიფიკაციო პირობითი აღნიშვნა, რომელიც დაიტანება ყოველ ერთეულზე, ხოლო არასაკმ
არისი სივრცის შემთხვევაში − უმცირეს შეფუთვაზე, შეიცავს გადასაზიდად და მიმღების მიერ ჩაბარებისთვის აუცილებელ მონაცემებს და იძლევა რეგლამენტით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მონაცემების შემოწმებისათვის აუცილებელ ინფორმაციას
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 06.02.2020 ენერგოეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონი 90% 20.12.2019 ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 06.02.2020 არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 31.12.2024 ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 01.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №93 2025 წლის 28 მარტი  ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 11​1 მუხლის მე-4 ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი  − პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნოს სტანდარტ(ებ)ი (სტანდარტების დასახელება), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას. მუხლი 3🔗 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ყოველწლიურად უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების ინფორმირება პიროტექნიკის ნაწარმის უსაფრთხოდ გამოყენების წესების, სამართლებრივი შედეგებისა და მოსალოდნელი  საფრთხეების შესახებ. მუხლი 4🔗 „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, პიროტექნიკური ნაწარმი საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვებისა და დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე, ამ საქონელზე გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, რეალიზაციის/წარმოების ლიცენზიის საფუძველზე. მუხლი 5🔗 1. 2025 წლის 1 აპრილიდან პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გარეშე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. 2028 წლის 1 იანვრიდან პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტი დაუშვებელია პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის გარეშე. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ 2025 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის/ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება და, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის თაობაზე საქმის წარმოების ჩატარება. მუხლი 6🔗 1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის განხორციელების შესახებ, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-17 მუხლის მოთხოვნისა − პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის მფლობელი პირის მონაცემების გამოქვეყნების შესახებ, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის განხორციელების შესახებ, მე-8 მუხლის პირველი პუნქტი და მე-17 მუხლის მოთხოვნა − პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის მფლობელი პირის მონაცემების გამოქვეყნების შესახებ ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესი და პირობები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მიზანი ტექნიკური რეგლამენტის – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად პროდუქტის უსაფრთხოებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მუხლი 2🔗. გამოყენების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, კატეგორიზაციის, ნიშანდების და გამოყენების წესებს და პირობებს, ამ სფეროში ჩართული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ვალდებულებებს, ადგენს ბაზარზე პიროტექნიკური ნაწარმის თავისუფალი მიმოქცევის პირობებს. 2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც კომერციული, ისე პირადი მოხმარების მიზნებისთვის განკუთვნილ პიროტექნიკურ ნაწარმზე. 3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას, თუ პიროტექნიკური ნაწარმის მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო ან პიროტექნიკური ნაწარმი განკუთვნილია სახელმწიფო ორგანოსთვის მისაწოდებლად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; ბ) საზღვაო დანიშნულების პიროტექნიკურ პროდუქციაზე/ნაწარმზე; გ) კაფსულებზე, რომელიც დარტყმის შედეგად მოდის მოქმედებაში და განკუთვნილია სათამაშოებში გამოსაყენებლად; დ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხებით განსაზღვრულ პროდუქციაზე; ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე ან/და მოწყობილობაზე; ვ) სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების მოწყობილობების კომპონენტებზე, რომლებიც შეიცავს პიროტექნიკურ ნაწარმს და გამოიყენება ამ მოწყობილობების ან სხვა მექანიზმების გასააქტიურებლად; ზ) სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების სამართავად, აქტიური გამოყენების მიზნით. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნებართვის/ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. 5. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3604 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი/ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ ამ საქონელზე გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის საფუძველზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიშანდება − საიდენტიფიკაციო პირობითი აღნიშვნა, რომელიც დაიტანება ყოველ ერთეულზე, ხოლო არასაკმარისი სივრცის შემთხვევაში − უმცირეს შეფუთვაზე, შეიცავს გადასაზიდად და მიმღების მიერ ჩაბარებისთვის აუცილებელ მონაცემებს და იძლევა რეგლამენტით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მონაცემების შემოწმებისათვის აუცილებელ ინფორმაციას; ბ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით ახორციელებს პიროტექნიკური ნაწარმის საცალო ან/და საბითუმო მიწოდებას სხვა პირისათვის, საკუთრების უფლების გადაცემით, გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისა; გ) სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირი − შესაბამისი იურიდიული პირის სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომლის კვალიფიკაცია დასტურდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; დ) ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო). 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 4🔗. შეზღუდვები და აკრძალვები 1. პიროტექნიკური ნაწარმის მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პიროტექნიკური ნაწარმი ბაზარზე განთავსდეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, დანართი №1-ისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად. 2. აკრძალულია დასახლებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, გარდა ახალი წლის სადღესასწაულო დღეებისა (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა (26 მაისი). ასევე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებაზე. 4. აკრძალულია პიროტექნიკური ნაწარმის არადანიშნულებისამებრ დაშლა, გადაკეთება ან/და გამოყენება. თავი II პიროტექნიკური ნაწარმის კლასიფიკაცია მუხლი 5🔗. პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიები 1. პიროტექნიკური ნაწარმი, მათი მიზნის, საფრთხისა და ხმაურის დონის შესაბამისად, კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად: ა) კატეგორია F (ფოიერვერკი) − გასართობი მიზნით, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებებში გამოყენებისათვის; ბ) კატეგორია T − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულებისათვის; გ) კატეგორია P − სხვა სახის პიროტექნიკური ნაწარმი. 2. კატეგორია F იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) ქვეკატეგორია F1 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელო საფრთხეს, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 1 მეტრის მანძილზე და გამოყენება ნებადართულია შენობაში, მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების შენობაში; ბ) ქვეკატეგორია F2 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს დაბალ საფრთხეს, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს სულ მცირე 8 მეტრის მანძილზე, რომელიც განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის - იზოლირებულ ადგილებში; გ) ქვეკატეგორია F3 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს საშუალო საფრთხეს, განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის ღია სივრცეში, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 15 მეტრის მანძილზე და არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი; დ) კატეგორია F4 − ფოიერვერკი მაღალი საფრთხით, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 135 დბ-ს უსაფრთხო მანძილზე, არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, გააჩნია მასშტაბური ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების შექმნის უნარი. 3. კატეგორია T იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) ქვეკატეგორია T1 − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულების პიროტექნიკური ნაწარმი, რომელსაც გააჩნია საფრთხის დაბალი დონე; ბ) ქვეკატეგორია T2 − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულების პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც არ განეკუთვნება T1 კატეგორიას. 4. კატეგორია P იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) ქვეკატეგორია P1 − პიროტექნიკური ნაწარმი, გარდა F და T კატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც წარმოადგენს დაბალ საფრთხეს; ბ) ქვეკატეგორია P2 − პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც არ განეკუთვნება P1 კატეგორიას. თავი III პიროტექნიკური ნაწარმის მწარმოებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, დისტრიბუტორის და რეალიზატორის ვალდებულებები მუხლი 6🔗. მწარმოებლის ვალდებულებები 1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება დასაშვებია წარმოების ლიცენზიის საფუძველზე. მწარმოებელს ასევე უნდა გააჩნდეს პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოება არ ხორციელდება რეალიზაციის მიზნით. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს წარმოება დანართი №1-ით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. მწარმოებელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით: ა) ადგენს/მოიპოვებს შესაბამის ტექნიკურ და ასევე შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ინახავს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების დღიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში; ბ) ახდენს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისი კატეგორიისთვის მიკუთვნებას და დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნიშანდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) უზრუნველყოფს დამზადებული პროდუქციის დაცვასა და აღრიცხვას, მათ შორის, რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვას. 3. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას წარმოებული პროდუქტი ინარჩუნებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ შემთხვევაში მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს პროდუქტის დიზაინში ან მახასიათებლებში და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ მარეგულირებელ ნორმებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც დადასტურებულია პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობა. 4. სერიული წარმოებისას, მწარმოებელმა უნდა აწარმოოს ბაზარზე განთავსებული პიროტექნიკური ნაწარმის შერჩეული ნიმუშების გამოცდა/ტესტირება, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აწარმოოს საჩივრების აღრიცხვა და შესწავლა შეუსაბამო პიროტექნიკური ნაწარმის და მათი ბაზრიდან გამოთხოვის ან/და ამოღების მიზნით და აცნობოს დისტრიბუტორებს მონიტორინგის ნებისმიერი ასეთი შედეგის შესახებ. 5. მწარმოებელი, რომლის მიერ ბაზარზე განთავსებული პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები პიროტექნიკური ნაწარმის ბაზრიდან გამოთხოვის ან/და ამოღების შესახებ. თუ პიროტექნიკური ნაწარმი ქმნის საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. 6. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, იმპორტიორი, ექსპორტიორი, დისტრიბუტორი ან რეალიზატორი ითვლება მწარმოებლად და ეკისრება მწარმოებლის ვალდებულებები იმ შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს პიროტექნიკურ ნაწარმს საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) ქვეშ, ან მოახდენს უკვე არსებული პიროტექნიკური ნაწარმის მოდიფიკაციას. მუხლი 7🔗. იმპორტიორის ვალდებულებები 1. იმპორტიორმა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი უნდა განახორციელოს იმპორტის ნებართვის საფუძველზე. მას ასევე უნდა გააჩნდეს რეალიზაციის ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტი არ ხორციელდება რეალიზაციის მიზნით, ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. 2. იმპორტიორი ვალდებულია, ფლობდეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დეკლარაციას, რომლითაც დადასტურდება, რომ მწარმოებელმა განახორციელა შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, პიროტექნიკურ ნაწარმზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები. 3. იმ შემთხვევაში, თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოებულია „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით, იმპორტიორი ვალდებულია დაადასტუროს პიროტექნიკური ნაწარმის შესატყვისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ბაზარზე განსათავსებელ პიროტექნიკურ ნაწარმზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესატყვისობა. ასეთი შესატყვისობის დადასტურების შემთხვევაში, პიროტექნიკური ნაწარმი დაექვემდებარება შესაბამისი შესატყვისი პიროტექნიკური ნაწარმისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. ასაფეთქებელი სახის F1 კატეგორიის პიროტექნიკურ ნაწარმზე, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე, ასევე P კატეგორიის პიროტექნიკურ ნაწარმზე, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლებით შესაძლებელია შეესაბამებოდეს ამ კატეგორიისთვის დადგენილ პარამეტრებს, რისკისა და საფრთხის ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების განსაზღვრისა და მისი გამოყენების წესების დაცვის მიზნებისათვის, შესაძლებელია გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული, სხვა კატეგორიას/ქვეკატეგორიას დაქვემდებარებული პიროტექნიკური ნაწარმისათვის დადგენილი მოთხოვნები. 5. თუ პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება მისთვის დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს ნაწარმის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულება იმისათვის, რომ მასზე გაიცეს იმპორტის ნებართვა. 6. იმპორტიორი ვალდებულია, სეს ესნ-ის 3604 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტში დეკლარირებისას შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ამ საქონელზე გაცემული იმპორტის ნებართვა. 7. იმპორტიორმა პიროტექნიკურ ნაწარმზე უნდა მიუთითოს თავისი სახელი და საკონტაქტო მისამართი ან, თუ ეს შეუძლებელია, იმპორტიორის შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაფუთ ყუთზე და თანმხლებ დოკუმენტში, იმპორტირებული პროდუქტის მიწოდებამდე. 8. იმპორტიორს ბაზარზე შემოაქვს მხოლოდ ის პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის დოკუმენტაციის სავალდებულო მოთხოვნებს. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით. 9. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის შენახვა ან/და ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. 10. მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პიროტექნიკური ნაწარმით წარმოქმნილი რისკის ხარისხის გათვალისწინებით, იმპორტიორმა უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტებულ გამოსაცდელ ლაბორატორიაში სარეალიზაციო ნაწარმის ნიმუშების გამოსაცდელად, ჩაატაროს კვლევა და აწარმოოს ნაწარმის შეუსაბამობის, მათი გამოთხოვის ან/და ამოღების შემთხვევების შესახებ საჩივრების რეესტრი, ასევე, დისტრიბუტორებს აცნობოს ნებისმიერი ასეთი მონიტორინგის თაობაზე. 11. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების შემდეგ იმპორტიორი ინახავს შესაბამისობის დოკუმენტაციის ასლებს 10 წლის განმავლობაში. მუხლი 8🔗. ექსპორტიორის ვალდებულებები 1. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის წარდგენით. 2. ექსპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად პიროტექნიკური ნაწარმის შენახვის ან/და ტრანსპორტირების პირობების დაცვა. მუხლი 9🔗. დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. პიროტექნიკური ნაწარმის დისტრიბუცია ხორციელდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზიის საფუძველზე. 2. დისტრიბუტორი უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვას ან/და ტრანსპორტირებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. 3. თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს, დისტრიბუტორი აცნობებს მწარმოებელს ან იმპორტიორს, ასევე, სააგენტოს. მუხლი 10🔗. რეალიზატორის ვალდებულებები 1. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა. 2. რეალიზატორმა უნდა შეამოწმოს, პიროტექნიკურ ნაწარმს ახლავს თუ არა უსაფრთხოების ინსტრუქციები და ინფორმაცია, დაცულია თუ არა მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ ნიშანდების მოთხოვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3. რეალიზატორი ვალდებულია ჰქონდეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს, რეალიზატორი აცნობებს მწარმოებელს ან იმპორტიორს, ასევე, სააგენტოს. 4. რეალიზატორი უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვის ან/და ტრანსპორტირების პირობების შესაბამისობას უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან. 5. რეალიზატორმა პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია უნდა განახორციელოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ, შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე. 6. მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პიროტექნიკური ნაწარმით წარმოქმნილი რისკის ხარისხის გათვალისწინებით, რეალიზატორი წარადგენს განაცხადს აკრედიტებულ გამოსაცდელ ლაბორატორიაში სარეალიზაციო ნაწარმის ნიმუშების გამოსაცდელად, ატარებს კვლევას და ნაწარმის შეუსაბამობის, მათი გამოთხოვის ან/და ამოღების შემთხვევების შესახებ აწარმოებს საჩივრების რეესტრს, ასევე,  მწარმოებელს ან იმპორტიორს და სააგენტოს აცნობებს ნებისმიერი ასეთი მონიტორინგის თაობაზე. 7. რეალიზატორი უზრუნველყოფს სარეალიზაციო პროდუქციის დაცვას. 8. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების შემდეგ რეალიზატორი ინახავს შესაბამის დოკუმენტაციას 10 წლის განმავლობაში. მუხლი 11🔗. ასაკობრივი შეზღუდვა 1. მომხმარებელზე პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვისას დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი შეზღუდვები: ა) F1 − 16 წელი; ბ) F2, F3, F4, T1, T2, P1, P2 − 18 წელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ, გარდა P1 ქვეკატეგორიისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალიზებული ცოდნის არმქონე ფიზიკური პირის მიერაც. 4. F4, T2 და P2 ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამოყენების ადგილზე სახანძრო ეკიპაჟის მობილიზება. 5. მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა, რეალიზატორებმა უნდა განახორციელონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიების პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა-გამოყენება ხელმისაწვდომი არ გახდეს იმ მომხმარებლისთვის რომელსაც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება. მუხლი 12🔗. შესაბამისობის დეკლარაციის შევსება და შესაბამისობის შეფასების პროცედურები 1. შესაბამისობის დეკლარაცია ივსება „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენისას, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პიროტექნიკური ნაწარმის ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. 3. პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის შეფასებისათვის მწარმოებელმა უნდა შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით დადგენილი შემდეგი პროცედურებიდან ერთ-ერთი: ა) ტიპის გამოცდა (მოდული B) და მწარმოებლის მიერ არჩეული ვარიანტის თანახმად, შემდეგი პროცედურები: ა.ა) ტიპთან შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლისა და ამასთან, ნაწარმის შემთხვევითი ინტერვალებით საკონტროლო შემოწმების საფუძველზე (მოდული C2); ა.ბ) ტიპთან შესაბამისობა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D); ა.გ) ტიპთან შესაბამისობა ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული E); ბ) ერთეული ნაწარმის დადასტურებაზე დაფუძნებული შემოწმება (მოდული G); გ) შესაბამისობა ემყარება ხარისხის სრულ უზრუნველყოფას (მოდული H) (F4 ქვეკატეგორიის ფოიერვერკის შემთხვევაში გამოიყენება სავალდებულო წესით). მუხლი 13🔗. პიროტექნიკური ნაწარმის ნიშანდება 1. პიროტექნიკური ნაწარმის ნიშანდება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პიროტექნიკური ნაწარმის ნიშანდების მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნაწარმის ზემოქმედების დონისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინფორმირება. 3. პროდუქტზე დატანილი ნიშანი უნდა იყოს, ქართულად შესრულებული, მკაფიო, ადვილად გასაგები და წაუშლელი. 4. პიროტექნიკური ნაწარმზე დატანილ ნიშანზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული დასახელება, კატეგორია/ქვეკატეგორია, რომელიც გამოიხატება შესაბამისი აბრევიატურით, გამოყენების შესახებ ინსტრუქცია, განსაკუთრებული რისკის ან მის გამოყენებაზე სპეციალური ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე ფეთქებადი ნივთიერებების შემცველობა. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულისა, პიროტექნიკურ ნაწარმს თან უნდა ახლდეს შემდეგი მინიმალური ინფორმაცია: ა) F კატეგორიის: ა.ა) ქვეკატეგორია F1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“ და „რეალიზება დასაშვებია ლიცენზიის გარეშე“, უსაფრთხოების მინიმალური მანძილი; ა.ბ) ქვეკატეგორია F2: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი; ა.გ) ქვეკატეგორია F3: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი; ა.დ) ქვეკატეგორია F4: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი; ბ) T კატეგორიის: ბ.ა) ქვეკატეგორია T1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და უსაფრთხოების მინიმალური მანძილი; ბ.ბ) ქვეკატეგორია T2: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი; გ) P კატეგორიის: გ.ა) ქვეკატეგორია P1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და „რეალიზება დასაშვებია ლიცენზიის გარეშე“, უსაფრთხოების მინიმალური მანძილი; გ.ბ) ქვეკატეგორია P2: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი. მუხლი 14🔗. სერტიფიცირების წესი 1. სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის სტატუსი ენიჭება იურიდიული პირის თანამშრომელს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის დოკუმენტი და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის 18 წელს მიღწეული; ბ) ფსიქიკურად არ არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს არ ხდის მის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებას; გ) არ არის დაავადებული ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით; დ) არ იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126​1 და 137-ე−139-ე მუხლებით, 142​1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142​2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143​2 მუხლებით, 143​3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144​3, 147-ე, 149-ე−151​1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222​1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227​1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227​2 მუხლით, 227​3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255​1, 256-ე, 257-ე, 259​2 და 259​5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322​1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322​2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331​2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344​1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353​1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378​1, 379-ე, 381​1, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ან ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში; ე) არ აქვს ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156​2 − 156​4 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; ვ) სააგენტოში გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება; ზ) აღებული აქვს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა (ფორმა N100). 2. სერტიფიკატი გაიცემა იურიდიულ პირზე, ხოლო სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა, რომელთა მოქმედების ვადა არის 2 წელი. მუხლი 15🔗. სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება და გამოთხოვა 1. სერტიფიკატი გაუქმდება თუ მისი გამცემი ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ იურიდიული პირის მიერ დასაქმებული სპეციალიზებული ცოდნის მქონე რომელიმე პირი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ან/და ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156​2-156​3 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. 2. სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს საქმიანობის უფლება შეიძლება შეუჩერდეს, მის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156​4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში შემთხვევებში. 3. იურიდიული პირი ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული, სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია დარღვევის ჩამდენი პირის მიმართ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 4. იურიდიული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩააბაროს სერტიფიკატი/მოწმობა მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 16🔗. დასკვნის გაცემა იმ შენობებზე, სადაც ხორციელდება პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება, აწყობა, შენახვა და/ან რეალიზაცია 1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს. 2. პირველ პუნქტში მითითებული შენობა-ნაგებობის შეცვლა და მათი გამოყენება შესაძლოა მხოლოდ სათანადო შესაბამისობის ახალი დასკვნის/დასკვნების მიღების შემდეგ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე, სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციისათვის განკუთვნილი შენობის შიდა სივრცეში, სალაროსთან და შემოსასვლელებში, რეალიზატორი ახდენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17🔗. ლიცენზიის/ნებართვის/სერტიფიკატის მფლობელთა მონაცემთა რეესტრი პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მფლობელი პირებისა და იმ პირთა ნუსხას, რომლებზეც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის შესაბამისად გაცემულია სერტიფიკატი, სააგენტო აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge. მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისათვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.