აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2025
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016006
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/04/2025
289 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გუგუნაყათის პირველი ქუჩისათვის №1-დან №27-ის ჩათვლით და №2-დან №22-ის ჩათვლით და ამ ქუჩის ჩიხისათვის ანზორ ლეჟავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 08.04.2019 აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 04.08.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის, შესაბამის შესახვევების სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 18.07.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 08.09.2023 აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 15.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №21 2025 წლის 31 მარტი  აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის #239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2024 წლის 26 ივნისის სხდომის №42 ოქმიდან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1.   აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებს მიენიჭოს მამია და ლენგი ხარებავების სახელი თანდართული რუკის თანახმად. 2.  აბრა წარწერით ,,მამია და ლენგი ხარებავების სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩების შემოსასვლელში. 3.  ეს განკარგულება: ა) რეაგირებისთვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247). 5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: გელა ხოშტარია