„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 04.04.2025
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016566 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის
განთავსების წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2025 წლის 4 აპრილი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ტ“ პუნქტის, მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“ მე-19 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი“ დანართის შესაბამისად
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წესი ვრცელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.
3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ამავე დროს, პროექტი არ უნდა ეწინააღმდებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, მიზნად არ უნდა ისახავდეს დისკრიმინაციასა და პიროვნების შეურაცხყოფას.
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
თავი II
მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების წესი
მუხლი 2🔗
1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების (20 წლის გასვლამდე) მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით.
2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრთა 1/3-მა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, საინიციატივო ჯგუფმა.
4. მიმართავში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საჭირო მოთხოვნებს.
5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს:
ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;
ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განშლის ამსახველი ფოტომასალა;
დ) ქანდაკების განთავსების მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება და დაფინანსების წყარო.
მუხლი 3🔗
1. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია. საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, ასეთ შემთხვევაში საკითხი დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, აგრეთვე ეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებული არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე, რომლის შემდეგად დასკვნები გადაეცემა საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას.
4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საჯარო მოხელეები შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით.
2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი არის საკრებულოს კომისია.
3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ, კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 5🔗
1. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხის (წინადადება და მასზე თანდართული მასალები) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნა მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურის სამინისტროს.
2. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომელიც ეგზავნება ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს, ასევე განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
3. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების, სამინისტროს მიერ საკრებულოსთვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, აღნიშნულის თაობაზე მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
მუხლი 6🔗
1. ქანდაკების განთავსებისთვის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.
თავი III
ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი
მუხლი 7🔗
1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენიდან (ფაქტის დადგომიდან) 5 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 5 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისა ან/და პიროვნების გამოსახულებისაგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფნის მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-2 თავით დადგენილი პროცედურების მიხედვით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ან/და საინიციატივო ჯგუფებმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთოდეს:
ა) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
გ) ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 8🔗
1. ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.