ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016217 623
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.03.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2025 წლის 7 აპრილი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუქტის, 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესი დამტკიცდეს დანართის სახით. /თან ერთვის/
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „,ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის №8 დადგენილება (ვებგვერდი 20.03.2018; სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016142).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სამედიცინო და სოციალური პროგრამების (ახალშობილთა დახმარება, გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება, ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება, მათ შორის დიალიზით მოსარგებლეთა და ონკოდაავადებულთა დახმარება, ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება) დაფინანსების, ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დახმარების მიმღებთა კატეგორიებს, მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და მისი გაცემის პროცედურას.
მუხლი 1🔗. ახალშობილთა დახმარება
1. ერთჯერადად თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი, ოჯახები მესამე შვილის შეძენისას მიიღებენ 400 (ოთხას) ლარს, ხოლო მეოთხე, მეხუთე და შემდეგი შვილის შეძენისას – ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარს. თანხა გათვალისწინებულია ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილი მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილის მოწმობის ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. დახმარების გაცემა მოხდება განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 2🔗. გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის ოჯახი. თანხა გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) თანხის ამღები პირის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რწმუნებულის ცნობა ნათესაური კავშირის შესახებ ან განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების გაღების თაობაზე;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი მოქალაქის გარდაცვალებისა და დევნილის მოწმობის ასლები: დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილი პირის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.დახმარების თანხის ოდენობა განსაზღვრულია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
4.დახმარების გაცემა მოხდება განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
5. გარდაცვლილის ოჯახმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება
1. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეების იმ გამოკვლევის, ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, მასში გათვალისწინებული ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის განსაზღვრული მომსახურების პარამეტრებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გაწეული დახმარების შემდგომ დარჩენილი თანხის თანადაფინანსებას.
2. დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა პირის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის შესახებ, აგრეთვე დევნილი ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები.
3. მოქალაქეთა გამოკვლევის, მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით). ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის მოქმედების ვადაა სამი თვე.
4. ერთ მოქალაქეზე სამედიცინო დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ნორმატივებით:
ა) ერთ მოქალაქეზე სამედიცინო მომსახურების ვალდებულების ზღვრული ოდენობა წლის განმავლობაში (01 იანვარი-31 დეკემბერი) განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარის: ოპერაციის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს, გამოკვლევისა და სარეაბილიტაციო პროცედურებით. ვარჯიშების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარს (რეაბილიტაციის პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის მოქალაქეზე);
ბ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის 100 000 და ნაკლებ სარეიტინგო ქულამდე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურეობის ვალდებულების ზღვრული ოდენობა ერთ მოქალაქეზე წლის განმავლობაში განისაზღვროს 1 000 (ერთი ათასი) ლარით: ოპერაციის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით, გამოკვლევის, სარეაბილიტაციო ვარჯიშების და მკურნალობის შემთხვევაში ერთად 500 (ხუთასი) ლარით( რეაბილიტაციის პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე მოქალაქეზე);
გ)ონკოდაავადებულთათვის სამედიცინო მომსახურების საერთო თანხა განისაზღვროს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით პროცენტული გაანგარიშების გარეშე;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურეობა განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით: 500 (ხუთასი) ლარი – ოპერაცია, 500 (ხუთასი) ლარი – კვლევები;
ე) 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 100%-ით;
ვ) 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარიდან 300 (სამასი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 80%-ით;
ზ) 301 (სამას ერთი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 70%-ით;
თ) 501 (bუთას ერთი) ლარზე ზევით სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 50%-ით დადგენილი ზღვრული ნორმატივების ფარგლებში.
5, ავადმყოფთა სამედიცინო და სოციალური დაცვის პროგრამით დახმარების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა განმცხადებლისათვის სადაზღვევო პროგრამით აღმოჩენილი დახმარების შესახებ.
6. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება უწაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ.
7. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქე უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე ჩარიცხვით მიიღებს თვეში ერთხელ 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით ფულად დახმარებას. პაციენტმა ამ დახმარების მისაღებად ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წლის დასაწყისში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პაციენტის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობისა და დევნილობის მოწმობების ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100) გაცემული იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 4🔗. ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება
1. წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 100 (ასი) წელი და მეტი. თანხა გაიცემა ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამიდან.
2. აღნიშნული დახმარების მისაღებად ხანდაზმულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები, დევნილის მოწმობის არქონის შემთხვევაში – ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე პირის ახალგორში მუდმივად ცხოვრების შესახებ;
გ) საბანკო ანგარიში.
3. დახმარების გაცემა მოხდება განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 5🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების განკარგვა-გაცემის ორგანიზება
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სოციალური პროგრამების განკარგვა-გაცემის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამედიცინო და სოციალური პროგრამების მომსახურების კომისია (შემდგომში – კომისა).
2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ორგანიზებას უკეთებს დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტების თავმოყრას, გადამოწმებას და კომისიის სხდომებისათვის მომზადებას.
3. კომისია სხდომაზე იხილავს და ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს და თანდართულ დოკუმენტაციას. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე საგარანტიო წერილის მოსამზადებლად, აგრეთვე დახმარების გაწევისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში საბუთები შენიშვნებით უბრუნდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
4. დახმარების მიმღები სუბიექტის არაქმედუნარიანობის შემთხვევაში თანხის მიღების თაობაზე დოკუმენტაცია შეიძლება წარმოადგინოს ოჯახის სხვა წევრმა.
მუხლი 6🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე და სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი იწფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 7🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. უკიდურესად გაჭირვებული იმ მოქალაქეების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, რომელთაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არა აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, კომისიას მიეცეს უფლება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციის გათვალისწინებით ამ კატეგორის მოქალაქეზე გაავრცელოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქის შეღავათები.
4. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა).
მუხლი 8🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
7. კომისია ანგარიშვალდებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წინაშე. იგი გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას კვარტალში ერთხელ წარუდგენს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, ხოლო ექვს თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 9🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეზღუდვის სფერო
პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ექიმთან პირველად კონსულტაციაზე, მშობიარობაზე (მ.შ. საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით) სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას). გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანასდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით). მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე. მედიკამენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა თვალის ინექციაზე.