ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 08.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.024998 24
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/04/2025
5,716 სიტყვა · ~29 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამკვეთი
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დაუკვეთა ენერგოაუდიტის ჩატარება, შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება ან შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ენერგოაუდიტი წარმოების, ტრანსპორტის ან შენობების სექტორში, ასევე შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობის გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება
მუხლი 2
კანდიდატი
ენერგოაუდიტორის, ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიკატის მიღების მსურველი ფიზიკური პირი
მუხლი 2
კლასიფიკატორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2-ის შესაბამისად დადგენილი სწავლის სფეროების კლასიფიკატორი
მუხლი 2
პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი
პროფესიული გადამზადების პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი
მუხლი 2
პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი
იურიდიული პირი, რომელსაც ენერგოაუდიტორებად, შენობების სერტიფიცირების განმახორციელებლად ან და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელ ექსპერტად შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მუხლი 2
სერტიფიკაციის ორგანო
აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17024-ის შესაბამისად აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო(ები), რომლებიც ახორციელებენ დამოუკიდებელ ექსპერტთა სერტიფიცირებას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 08.04.2025 ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 89% 21.05.2020 შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 25.05.2023 შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 87% 21.05.2020 ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 24.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №107 2025 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესი“. მუხლი 2🔗  1. იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ენერგოაუდიტს, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებასა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების დადასტურებას სერტიფიკატით, უნდა გააჩნდეთ აკრედიტაცია მენეჯმენტისა და აუდიტის სისტემების სერტიფიცირების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული იურიდიული პირებისა, ენერგოაუდიტის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ: ა) მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსახორციელებელ/დაფინანსებულ ენერგოაუდიტის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ენერგოაუდიტის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებისთვის დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ბ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ორგანოებს ან/და ამავე ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ამავე ქვეყნებში აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანიზაციის სერტიფიკატი. 3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს ენერგოაუდიტის,  შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების  გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და არეგისტრირებს მის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  შესაბამისი პირები განცხადებით მიმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წარუდგენენ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ საქმიანობის უფლებამოსილების განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. ენერგოაუდიტის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები,  სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახე, იურიდიული პირის შემთხვევაში − ასევე საფირმო დასახელება. 6. იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ენერგოაუდიტორების, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების  თაობაზე, უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული საქმიანობის  განხორციელების უფლებამოსილების ვადით. 7. ენერგოაუდიტის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების  საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არსებული ხარვეზის გამოსწორებისთვის. მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული არ ზღუდავს პირს, ხელახლა წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგოაუდიტის,  შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების  საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს აღნიშნული პირების მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც, ასევე უფლებამოსილია, ასეთ პირებს შეუჩეროს/გაუუქმოს საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება და ამოიღოს პირ(ებ)ის მონაცემები მის მიერ შექმნილი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება საქმიანობის შეჩერების ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების დროს, სამართალწარმოების დასრულებამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, აღნიშნული წარმოების დასრულებამდე; გ) თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსთვის, პირისთვის საქმიანობის განხორციელების მინიჭების/ დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ ცნობილი გახდა ამ პირის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის წარდგენის შესახებ; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი − პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით; ე) პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა; ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვა; ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗 1. 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამ წესით განსაზღვრული დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა, ენერგოაუდიტის ჩატარების, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების უფლება აქვთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:   ა)  ენერგოაუდიტის ჩატარების უფლება აქვს პირს, რომელსაც ბოლო 6  წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს მინიმუმ 3 ენერგოაუდიტი; ბ) შენობების ენერგოეფქტურობის  სერტიფიცირების უფლება აქვს პირს, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში გაცემული აქვს მინიმუმ 3 ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი; გ) შენობის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების   ინსპექტირების უფლება აქვს პირს, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს მინიმუმ 3 ინსპექტირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ენერგოაუდიტის, შენობების სერტიფიცირებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მისაღებად პირი მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს და წარუდგენს მას ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ანიჭებს მას შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ფიზიკური პირი. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესი მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირებისა და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების წესის დადგენა. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ენერგოაუდიტის, შენობების სერტიფიცირების, შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელ ფიზიკურ პირებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამკვეთი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დაუკვეთა ენერგოაუდიტის ჩატარება, შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება ან შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი; ბ) დამოუკიდებელი ექსპერტი – კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ენერგოაუდიტი წარმოების, ტრანსპორტის ან შენობების სექტორში, ასევე შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობის გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება; გ) კანდიდატი – ენერგოაუდიტორის, ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიკატის მიღების მსურველი ფიზიკური პირი; დ) კლასიფიკატორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2-ის შესაბამისად დადგენილი სწავლის სფეროების კლასიფიკატორი; ე) პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი – პროფესიული გადამზადების პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი; ვ) პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი – იურიდიული პირი, რომელსაც ენერგოაუდიტორებად, შენობების სერტიფიცირების განმახორციელებლად ან და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელ ექსპერტად შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თ) სერტიფიკაციის ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17024-ის შესაბამისად აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო(ები), რომლებიც ახორციელებენ დამოუკიდებელ ექსპერტთა სერტიფიცირებას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. სერტიფიკატი და მისი გამცემი სერტიფიკაციის ორგანო 1. დამოუკიდებელ ექსპერტთა სერტიფიცირებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17024-ის შესაბამისად აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო(ები) (შემდგომში – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო(ები). 2. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო გასცემს ერთ-ერთი სახის შემდეგი სერტიფიკატს: ა) წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტის სერტიფიკატს; ბ) შენობების ენერგოაუდიტის სერტიფიკატს; გ) შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების სერტიფიკატს; დ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სერტიფიკატს. 3. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო გასცემს სერტიფიკატს კანდიდატზე, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდა. 4. დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 4 წლის განმავლობაში, სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს რესერტიფიცირება მოქმედი სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე. 5. დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი, უფლება აქვს, ხელახალი სერტიფიცირება გაიაროს სერტიფიკატის გაუქმებიდან არაუადრეს 6 თვისა. 6. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს და არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ინახავს სერტიფიკაციის დოკუმენტაციას სრულად. 7. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელს, გვარსა და პირად ნომერს;  ბ) სერტიფიკაციის ორგანოს დასახელებას; გ) სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს, შესაბამისი სერტიფიკაციის სქემას (სქემებს), რომლითაც კანდიდატს დაუდგინდა კომპეტენცია შესაბამის სფეროში;  დ) სერტიფიკატის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას. 8. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება: ა) ინფორმაცია მის მიერ გაცემული მოქმედი, შეჩერებული და გაუქმებული სერტიფიკატების შესახებ; ბ) სერტიფიკაციის სფეროები; გ) სერტიფიკაციის სქემა (სქემები), რომელიც მოიცავს სფეროთი განსაზღვრული სპეციალობისთვის სერტიფიკაციის პროცესის ყველა წინაპირობის ჩამონათვალს სტანდარტის, ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 9. რეესტრი ქვეყნდება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 10. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და აღდგენის, გაფართოების და/ან შემცირების, რესერტიფიკაციის საფუძვლები და წესი, აგრეთვე სერტიფიკატის შეჩერების და/ან აღდგენის და სერტიფიკაციის უწყვეტობის შესანარჩუნებლად სერტიფიცირებული პირის მიერ განაცხადის წარდგენის ვადები განისაზღვრება შესაბამისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. 11. კანონმდებლობის, მათ შორის სტანდარტების და/ან ტექნიკური მოთხოვნების ცვლილება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ენერგოეფექტურობის სფეროს მარეგულირებელ წესებსა და ნორმებზე და ამდენად, იწვევს მოთხოვნების ცვლილებას სერტიფიცირებული პირების კომპეტენციის და/ან ცოდნის მიმართ – რესერტიფიცირების საფუძველია. რესერტიფიკაციის სხვა საფუძვლებს და წესს ადგენს სერტიფიკაციის ორგანო. 12. სერტიფიკაციის, მათ შორის სერტიფიკაციის სფეროს გაფართოების, აღდგენის ან/და რესერტიფიკაციის საფასურს განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო. 13. აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანომ ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირება 1. სერტიფიკატის მიღების უფლებამოსილება გააჩნია იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მას უნდა გააჩნდეს სხვა პროფესიული ან უმაღლესი აკადემიური განათლება და ფლობდეს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ გაცემულ პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატს, რომლის მიღებიდან არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი. 2. დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიკატს გასცემს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო(ები), იმ კანდიდატზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის სასერტიფიკაციო გამოცდას. 3. კანდიდატი სერტიფიკატის მიღების მიზნით, აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანო(ებ)ს წარუდგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ გაცემულ პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატს. 4. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა დოკუმენტაციის წარსადგენად. განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე. 5. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო გამოცდას ატარებს ისო/იეკ 17024 სტანდარტის მოთხოვნებისა და წარმოების და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის, ასევე შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის ამ წესის დანართ I-ის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის დანართ II-ის, შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის სერტიფიცირებისთვის დანართ III-ის შესაბამისად. 6. ტესტირების შედეგებით დგინდება კანდიდატის ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, ენერგოაუდიტის განხორციელების, შენობების სერტიფიცირების, შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განხორციელებისას პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება და უნარ-ჩვევები. 7. ტესტირებისას ჩასაბარებელი მოქმედი ნორმების ჩამონათვალს წინასწარ განსაზღვრავს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო. 8. კანდიდატს შეუძლია აიღოს რამდენიმე სფეროში სერტიფიკატი (სერტიფიკატები), თითოეული სქემით გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. მუხლი 5🔗. კანდიდატის განათლების მოთხოვნები სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისთვის 1. წარმოების, ტრანსპორტის ან/და შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განსახორციელებლად კანდიდატს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლება კლასიფიკატორით განსაზღვრულ ერთ-ერთ შემდეგ ვიწრო სწავლის სფეროში: ა) 071 ინჟინერია და საინჟინრო საქმე; ბ) 072 წარმოება და გადამუშავება; გ) 073 არქიტექტურა და მშენებლობა. 2. „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ მე-19 მუხლით განსაზღვრული საპროექტო დოკუმენტაციის ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის გაცემის უფლება 2025 წლის 30 ივნისიდან აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს, თუ მას გააჩნია მაგისტრის ხარისხი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სწავლების სფეროდან ერთ-ერთში და აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლება კლასიფიკატორით განსაზღვრულ ერთ-ერთ შემდეგ ვიწრო სწავლის სფეროში: ა) 071 ინჟინერია და საინჟინრო საქმე; ბ) 072 წარმოება და გადამუშავება; გ) 073 არქიტექტურა და მშენებლობა. 4. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლება კლასიფიკატორით განსაზღვრულ ერთ-ერთ შემდეგ ვიწრო სწავლის სფეროში: ა) 071 ინჟინერია და საინჟინრო საქმე; ბ) 072 წარმოება და გადამუშავება; გ) 073 არქიტექტურა და მშენებლობა. მუხლი 6🔗. კანდიდატის სამუშაო გამოცდილების მოთხოვნები სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისთვის 1. წარმოების, ტრანსპორტის ან/და შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განსახორციელებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დადასტურებული სამუშაო გამოცდილება წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაში, შემდეგი ხანგრძლივობით: ა) უმაღლესი პროფესიული განათლების შემთხვევაში – არანაკლებ 5 წელი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 3 წელი; გ) მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 2 წელი. 2. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განსახორციელებლად პირს უნდა ჰქონდეს დადასტურებული სამუშაო გამოცდილება შენობების სექტორთან დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაში, შემდეგი ხანგრძლივობით: ა) უმაღლესი პროფესიული განათლების შემთხვევაში – არანაკლებ 5 წელი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 3 წელი; გ) მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 2 წელი. 3. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განსახორციელებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დადასტურებული სამუშაო გამოცდილება შენობების სექტორთან დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაში, შემდეგი ხანგრძლივობით: ა) უმაღლესი პროფესიული განათლების შემთხვევაში – არანაკლებ 5 წელი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 3 წელი; გ) მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 2 წელი. 4. კანდიდატის მიერ დადასტურებული სამუშაო გამოცდილება პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება მოიცავდეს: ა) შენობების არქიტექტურულ დიზაინს;  ბ) შენობების ტექნიკური სისტემების დიზაინს/მონტაჟს/ექსპლუატაციას (გათბობა, გაგრილება, განათება);  გ) შენობებში ენერგიის მოხმარების მენეჯმენტს;  დ) ენერგომენეჯმენტს;  ე) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას;   ვ) ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკური სისტემების დიზაინს, მონტაჟს ან მომსახურებას;  ზ) სამშენებლო მოედნის მართვას;  თ) უძრავი ქონების შეფასებას;  ი) კადასტრის აზომვას;  კ) შენობებისთვის ენერგეტიკული უზრუნველყოფის დიზაინს;  ლ) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინს, მონტაჟს ან ექსპლუატაციას;  მ) ელექტროობის ან ენერგეტიკის სისტემების დიზაინს, მონტაჟს ან ექსპლუატაციას;  ნ) საინჟინრო სისტემების დიზაინს, მონტაჟს ან ექსპლუატაციას;  ო) ტექნოლოგიური პროცესების და საველე სამუშაოების მენეჯმენტს. მუხლი 7🔗. სერტიფიკატის შეჩერება და გაუქმება 1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიკატის შეჩერების საფუძველია: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე; ბ) აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს ინიციატივით, სამართალწარმოების დროს, სამართალწარმოების დასრულებამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, აღნიშნული წარმოების დასრულებამდე; გ) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო აღადგენს სერტიფიკატის მოქმედებას; დ) საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევისას. 2. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული პირისთვის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია: ა) თუ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის პირისთვის სერტიფიკატის მინიჭების შემდგომ ცნობილი გახდა ამ პირის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის წარდგენის შესახებ; ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი – სერტიფიცირებული პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით; გ) სერტიფიცირებული პირის განცხადება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე; დ) სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკაციის მოთხოვნების უხეში დარღვევა; ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვა; ვ) საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევისას. 3. სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს. 4. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმების/შემცირების შემთხვევაში სერტიფიკატის გაუქმების წესი რეგულირდება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმება/შემცირების შემთხვევაში, მის მიერ გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადები 1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის აკრედიტაციის გაუქმების/შემცირების შემთხვევაში, ამ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ძალაშია: ა) აკრედიტაციის გაუქმებიდან/შემცირებიდან 1 წლის განმავლობაში, ან: ბ) არაუმეტეს სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ სერტიფიკატს მოქმედების ვადა ეწურება ერთ წელზე ნაკლებ ვადაში.  2. თუ სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის გაუქმება/შემცირება გამოწვეული იყო სერტიფიკაციის ორგანოს არაკეთილსინდისიერი ქცევით (მათ შორის, სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობისას გამოვლინდა თაღლითური ქმედება ან/და დადგინდა, რომ ორგანო განზრახ ამზადებს (ამზადებდა) ცრუ ჩანაწერებს სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ან გაცემული აქვს ყალბი სერტიფიკატი/სერტიფიკატები), ამ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ არაკეთილსინდისიერად გაცემული ყველა სერტიფიკატი, აკრედიტაციის გაუქმების დღიდან ჩაითვლება ბათილად.  3. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიცირებულ პირებს მისთვის აკრედიტაციის გაუქმების/შემცირების თაობაზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას სერტიფიცირებულ პირთან დასადებ ხელშეკრულებაში. მუხლი 9🔗. ტრენინგცენტრი 1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია, დააარსოს ტრენინგცენტრი საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17024-ის პირობების დაცვით და მსურველთათვის ჩაატაროს საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებული ტრენინგები. 2. აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებისა და სასერტიფიკაციო პროცესის გამიჯვნა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც დააარსებს ტრენინგცენტრს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ტრენინგებმა არ მოიცვას სერტიფიკაციის ტესტები. მუხლი 10🔗. დამოუკიდებელი ექსპერტისა და დამკვეთის უფლება-მოვალეობები 1. დამოუკიდებელი ექსპერტი უფლებამოსილია, განახორციელოს საქმიანობა ამ წესის, საქართველოს კანონმდებლობისა და სერტიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად. 2. დამოუკიდებელი ექსპერტი: ა) ვალდებულია დამკვეთთან დადოს ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომელიც დააბრკოლებს დამკვეთს შესაბამისი ენერგოაუდიტის ანგარიში, ინსპექტირების ანგარიში ან სერტიფიკატი ხელმისაწვდომი გახადოს მესამე პირისათვის, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. დამოუკიდებელი ექსპერტი ამზადებს და აწვდის დამკვეთს ხელმოწერილ ენერგოაუდიტის ანგარიშს, ინსპექტირების ანგარიშს ან სერტიფიკატს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის უზუსტობა არ არის გამოწვეული მისი ბრალეულობით; გ) ვალდებულია განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება/მოვალეობები.  3. დამკვეთი ვალდებულია: ა) სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ან/და ენერგოაუდიტის ანგარიშები და ამ სერტიფიკატის ან/და ანგარიშების მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები;  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები/ინფორმაცია წარადგინოს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში; გ) სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მიაწოდოს სხვა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ენერგოაუდიტის ანგარიშთან, ინსპექტირების ანგარიშსა ან სერტიფიკატთან; დ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება/მოვალეობები.  მუხლი 11🔗. გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი 1. კანდიდატის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი. 2. პროფესიული გადამზადების განმახორციელებელი, პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლის მიზნით, ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრენინგო პროგრამაზე დაშვების წესისა და პირობების მიხედვით. სამუშაო გამოცდილების შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარდგენილი დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებელია კანდიდატი. 3. პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პირს, ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად. 4. პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №71/ნ ბრძანების, „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების, „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის №59/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. დანართი I დანართი I-I წარმოების და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის   1. ზოგადი მიზნები და მოთხოვნები ა) წარმოების და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირების  სასერტიფიკაციო გამოცდა მიზნად ისახავს კანდიდატების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას; ბ) თეორიული ცოდნის შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ  ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნები, იცნობდნენ უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე წარმოების და ტრანსპორტის სექტორის  ენერგოაუდიტისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდებს; გ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ რეალურ ან/და იმიტირებულ პირობებში მომსახურების, პროდუქციის წარმოებისა და ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება; ენერგოაუდიტის  ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა-გამოყენება;  ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა; ასევე, ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება და წარდგენა. 2. გამოცდის თეორიული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის თეორიული ნაწილი შემდეგ საკითხებსა და დავალებებს მოიცავს: 1. ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის ზოგადი ასპექტები;  ბ) საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“; დ) ენერგოაუდიტის საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტის ჯგუფი EN 16247; ე) ენერგოაუდიტის ჩატარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და მოთხოვნების დახასიათება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები; ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება; გ) უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში; დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები); ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები. 3. წარმოების და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტის და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება, რაც მოიცავს შემდეგს: ა) ტექნოლოგიური პროცესების საინჟინრო შეფასება და ენერგეტიკული ნაკადების ანალიზი; ბ) ენერგიის მოხმარებისა და დანაკარგების  შეფასება ტექნოლოგიურ ციკლში. ენერგიის ბალანსის შედგენა; გ) ენერგოაუდიტის ინსტრუმენტული აღჭურვილობისა და საზომ-საკონტროლო მოწყობილობის მუშაობის პრინციპების დახასიათება; დ) მონაცემების ჩაწერა – მონაცემთა რეგისტრატორები, ჭკვიანი მრიცხველები, ტემპერატურის, წნევის და სხვა პარამეტრების ჩამწერები; ე) ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების ენერგოაუდიტი (წყალსათბობი და სამრეწველო ორთქლის ქვაბდანადგარები, ღუმელები, საშრობები, ავტოკლავები, სამაცივრო დანადგარები და სისტემები, კომპრესორები და შეკუმშული ჰარის სისტემები, სატუმბი სისტემები და დანადგარები, ვენტილატორები და სავენტილაციო აირსატარები, ავზები და რეზერვუარები, მაღალი  წნევის საცავები და მილგაყვანილობა, ელექტროძრავები და ამძრავები, ტრანსფორმატორები და ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობა, სანათები და განათების სისტემები, კოგენერაციული სისტემები, ტრანსპორტი და სატრანსპორტო სისტემები); ვ) ენერგოეფექტურობის შეფასებისა და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები. 3. გამოცდის პრაქტიკული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის პრაქტიკული  ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებსა და დავალებებს: 1. მომსახურების, პროდუქციის წარმოებისა და ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება, კერძოდ: ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები; ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსების,  წყლის მოხმარების, მომსახურებისა და პროდუქციის წარმოების რაოდენობრივი მონაცემების შესწავლა; გ) ინფორმაციის შეგროვება ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სისტემების სიმძლავრეებისა და ენერგომოხმარების შესახებ; დ) გაზომვების ჩატარება  სატესტო აღჭურვილობის გამოყენებით. მიღებული შედეგების სანდოობის შეფასება. 2. ენერგოაუდიტის ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა და გამოყენება, კერძოდ: ა) კომპიუტერული პროგრამის გამოყენება ენერგოაუდიტის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობის შესაფასებლად; ბ) სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენება ენერგოაუდიტის მონაცემების დასამუშავებლად. 3. ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები, კერძოდ: ა) ენერგიის განახლებადი წყაროების და მოწყობილობების სახეები; ბ) მზის თერმული სისტემების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები; გ) მზის  ფოტოელექტრული სისტემების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები; დ) ბიომასის ბოილერები და ღუმლების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები; ე) ჰიდრო- და გეოთერმული სისტემების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები; ვ) ქარის ენერგოდანადგარების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები. 4. წარმოების და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება და წარდგენა, კერძოდ: ა) დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება; ბ) ენერგოაუდიტის ანგარიშის წარდგენა. 4. შეფასების მეთოდიკა შეფასების მეთოდიკა განისაზღვრება შემდეგნაირად: 1. თეორიული  ნაწილის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ქულათა ჯამური რაოდენობის 30%-ს  შეადგენს. 2. თეორიული  კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 15% უნდა დააგროვოს. 3. პრაქტიკული კომპონენტის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ქულათა ჯამური რაოდენობის   70%-ს  შეადგენს.  4. პრაქტიკული  კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 60% უნდა დააგროვოს. 5. თეორიული კომპონენტის შეფასებისთვის  გამოყენებული იქნება  ტესტები (ღია, დახურული) ამ დანართის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. 6. პრაქტიკული კომპონენტის შეფასებისთვის  გამოყენებული იქნება  პრაქტიკული დავალებები და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით  ამ დანართის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. დანართი I-II შენობების  ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის  1. ზოგადი მიზნები 1. შენობების  ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის  სასერტიფიკაციო გამოცდა მიზნად ისახავს კანდიდატების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას. 2. თეორიული ცოდნის შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ  ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნები, იცნობდნენ უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე შენობების სექტორში  ენერგოაუდიტისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდებს. 3. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ რეალურ ან/და იმიტირებულ პირობებში შენობების სექტორში  ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი  და სანდოობის შეფასება;  შენობების სექტორში ენერგოაუდიტის ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა  და გამოყენება;  შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება;     შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა. 2. გამოცდის თეორიული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის თეორიული ნაწილი შემდეგ საკითხებსა და დავალებებს მოიცავს: 1. ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვას, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) შენობების ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის ზოგადი ასპექტები; ბ) საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“; დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების საანგარიშო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისა და გამოყენების წესის შესახებ;   ე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების სერტიფიცირებისა და გათბობა - ვენტილაცია - ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, ასევე  რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესების შესახებ; ვ) ენერგოაუდიტის საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტის ოჯახი EN 16247; ზ) ენერგოაუდიტის ჩატარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და მოთხოვნების დახასიათებას, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები; ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება; გ) უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში; დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები); ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები. 3. შენობებში ენერგოაუდიტის ჩატარებისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათებას, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება უახლოესი მეტროლოგიური სადგურების  მონაცემების ან/და სტანდარტული კატალოგების საფუძველზე. გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა; ბ) შენობის გეგმარებითი გადაწყვეტის შეფასება მისი საპროექტო დოკუმენტაციის და/ან აზომვითი  მონაცემების გამოყენებით (გასათბობი სივრცის მოცულობა და ფართობი; თბოდამცავი გარსის ელემენტების ფართობი; გამჭვირვალე ღიობების ფართობი მისი გეოგრაფიული ორიენტაციის გათვალისწინებით; ფასადის შემინვა და შენობის კომპაქტურობა); გ) შენობების ენერგოუზრუნველყოფის არსებული და/ან საპროექტო საინჟინრო სისტემების შეფასება: განათების, თბომომარაგების, ვენტილაცია-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემები, ელექტრომომარაგების სისტემა, სისტემების ჩართვის სქემები და მუშაობის რეჟიმები; დ) ენერგოაუდიტისთვის საჭირო  სატესტო-საკონტროლო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მუშაობის პრინციპების დახასიათება; ე) მონაცემების ჩაწერა – მონაცემთა რეგისტრატორები, ჭკვიანი მრიცხველები, ტემპერატურის, წნევის და სხვა პარამეტრების ჩამწერები; ვ) შენობის საინჟინრო სისტემების ენერგოაუდიტი; ზ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები; თ) შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია; ი) შენობის თბოდანაკარგების განსაზღვრა: შენობის საერთო სითბური დანაკარგები, სითბოს მოდინების წყაროების  სიმძლავრე, საერთო თბოგადაცემის კოეფიციენტი, ჰაერმიმოცვლის ჯერადობა, ინფილტრაციის კოეფიციენტი. შენობის გარსის ელემენტების დაყვანილი სითბური წინაღობის გაანგარიშება; კ) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება – ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება; ლ) შენობის ენერგეტიკული ბალანსის შედგენა; მ) ემისიების განსაზღვრისა  და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები (ამოგების ვადა (PB); წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV); რენტაბელობის შიდა ნორმა (IRR). 3. გამოცდის პრაქტიკული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის პრაქტიკული  ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებსა და დავალებებს: 1. შენობებში ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი  და სანდოობის შეფასება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები; ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსებისა და წყლის მოხმარების მონაცემების შესწავლა; გ) ინფორმაციის შეგროვება შენობის ენერგოუზრუნველყოფის სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით: ცენტრალიზებული გათბობა-ცხელწყალმომარაგების ქვაბის/ქვაბების და/ან  ინდივიდუალური გამათბობლებისა და   წყალგამაცხელებლების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება); ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა; განათების სისტემის სიმძლავრე და ელექტრომოხმარება; ლიფტების ძრავების სიმძლავრე; დ) გაზომვების ჩატარება და სატესტო აღჭურვილობის გამოყენება – ლუქსომეტრები, გათბობის მრიცხველები, სიმძლავრის ანალიზატორები, ინფრაწითელი კამერები; ე) ინფორმაციის შეგროვება შენობებში მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის (მათ შორის, შეშის ღუმელების) და/ან სხვა განახლებადი რესურსების გამოყენების შესახებ; ვ) ინფორმაციის სანდოობის შეფასება; ზ) შენობის ფაქტობრივი ენერგომოხმარების შეფასება. 2. შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) შენობების შემომზღუდი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო მაჩვენებლების  გაზომვა და თერმოგრაფია; ბ) გასათბობი სათავსების ტემპერატურა-ტენიანობის და დამტვერიანების პირობების შეფასება - სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შედარება; გ) ჰაერის ხარჯის განსაზღვრა შემწოვ-გამწოვი და/ან სხვა ტიპის ვენტილაციის სისტემაში; დ) ცენტრალიზებული და ინდივიდუალირი თბური სისტემების ვიზუალური ინსპექტირება; ე) წვის ეფექტიანობის შეფასება გაზომვით; ვ) ქვაბების და გათბობის სისტემების ადგილზე შემოწმება; ზ) ჰაერის კონდიცირების (AC) სისტემების ადგილზე შემოწმება; თ) გაზომვის მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება; ი) დასკვნის მომზადება. 3. შენობების  ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების ინსტრუმენტები, კერძოდ: ა) ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების კომპიუტერული პროგრამები; ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ტექნიკური და ეკონომიკური  მაჩვენებლების ვარიანტული გათვლები სხვადასხვა სცენარებისთვის; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიის სხვა ინსტრუმენტები ენერგოაუდიტის მონაცემების ანალიზისთვის (მონაცემთა ბაზები, დანადგარების მწარმოებლების კატალოგები, შეფასების კალკულატორები, თემატური ვებინარები, ხელოვნური ინტელექტი). 3. შენობების  ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა, კერძოდ: ა) იმიტირებულ/რეალურ გარემოში ენერგოაუდიტის ჩატარება; ბ) ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; გ) ენერგოაუდიტის ანგარიშის წარდგენა. 4. შეფასების მეთოდიკა შეფასების მეთოდიკა განისაზღვრება შემდეგნაირად: 1. თეორიული  ნაწილის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის 30%-ს შეადგენს. 2. თეორიული კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 15% უნდა დააგროვოს. 3. პრაქტიკული კომპონენტის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის 70%-ს შეადგენს. 4. პრაქტიკული  კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 60% უნდა დააგროვოს. 5. თეორიული კომპონენტის შეფასებისთვის გამოყენებული იქნება  ტესტები (ღია, დახურული) ამ დანართის მე-2 პუნქტით  წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. 6. პრაქტიკული კომპონენტის შეფასებისთვის  გამოყენებული იქნება  პრაქტიკული დავალებები და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით  ამ დანართის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. დანართი II შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის 1. კანდიდატების სასერტიფიკაციო გამოცდა მოიცავავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; ა) კანდიდატების თეორიული ცოდნის შესაფასებლად გამოცდა ტარდება  შემდეგ საკითხებში: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი; „შენობების ენერგეგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი; შენობების სერტიფიცირების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები; შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობები და მოთხოვნები; შენობების ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდები; ბ) პრაქტიკულ საკითხებში გამოცდის დროს კანდიდატებს მოეთხოვებათ რეალურ ან/და იმიტირებულ პირობებში შენობების ენერგომოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება; შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევის ფრაგმენტ(ებ)ის დემონსტრირება; შენობის ან შენობის ნაწილის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის შედგენა, ასევე შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა, რითაც შეფასდება მათი პრაქტიკული მოქმედების,  კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. 2. სერტიფიცირების გამოცდის თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებსა და დავალებებს: ა) ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხილვა: ა.ა) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი – კანონის მიზანი და მოქმედების სფერო; ტერმინთა განმარტება; ენერგოეფექტურობის პოლიტიკა შენობებში; ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელები); ა.ბ) „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი  –  კანონის მიზანი და მოქმედების სფერო; ტერმინთა განმარტება; შენობისა და შენობის ნაწილების ენერგოეფექტურობის  მოთხოვნები; შენობის გარსისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები; დამოუკიდებელი ექსპერტის უფლება-მოვალეობები; პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის; ა.გ) „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის N265 დადგენილებით დამტკიცებული „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის“ ზოგადი დებულებები; პროგრამის შექმნისთვის აუცილებელი მოთხოვნები; შენობების ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი პროგრამის გამოყენების წესი; ა.დ) „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 25 მაისის N1-1/205  ბრძანება,  კერძოდ,  მონაცემთა რეესტრი; მონაცემთა რეესტრში სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების ასახვისა და წარმოების წესი; დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვისა და მისი წარმოების წესი; ა.ე) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები; ბ) შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება: ბ.ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები; ბ.ბ) დამცავი აღჭურვილობა ტრავმების თავიდან ასაცილებლად (უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები); ბ.გ) უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში; ბ.დ) პირველადი დახმარების პრინციპები; ბ.ე) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება; გ) შენობების ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების ანალიზი: გ.ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება უახლოესი მეტროლოგიური სადგურების  მონაცემების ან/და სტანდარტული კატალოგების საფუძველზე. გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა; გ.ბ) შენობის გეგმარებითი გადაწყვეტის შეფასება მისი საპროექტო დოკუმენტაციის და/ან აზომვითი მონაცემების გამოყენებით: გასათბობი სივრცის მოცულობა და ფართობი; თბოდამცავი გარსის ელემენტების ფართობი; გამჭვირვალე ღიობების ფართობი მისი გეოგრაფიული ორიენტაციის გათვალისწინებით; ფასადის შემინვა და შენობის კომპაქტურობა; გ.გ) შენობების ენერგოუზრუნველყოფის არსებული ან/და საპროექტო საინჟინრო სისტემების შეფასება: თბომომარაგების, ვენტილაცია-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემები; ენერგომომარაგების სისტემა; სისტემების ჩართვის სქემები და მუშაობის რეჟიმები; გ.დ) შენობის სითბური დანაკარგების განსაზღვრა; სითბოს მოდინების წყაროების  სიმძლავრე; საერთო თბოგადაცემის კოეფიციენტი; ჰაერმიმოცვლის ჯერადობა; ინფილტრაციის კოეფიციენტი;  გ.ე) შენობის სითბური ბალანსის შედგენა; გ.ვ) შენობის გარსის ელემენტების დაყვანილი სითბური წინაღობის გაანგარიშება; გ.ზ) შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია;  გ.თ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები;  გ.ი) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება - ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება; გ.კ) ემისიების განსაზღვრისა   და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები:  ამოგების ვადა (PB); წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV); უკუგების შიგა განაკვეთი (IRR).                                      3. სერტიფიცირების გამოცდის პრაქტიკული  ნაწილი შემდეგ საკითხებსა და დავალებებს  მოიცავს: ა) შენობებში  ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება: ა.ა) ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსებისა (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) და წყლის მოხმარების მონაცემების შესწავლა; ა.ბ) ინფორმაციის შეგროვება შენობის ენერგოუზრუნველყოფის სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით: ცენტრალიზებული გათბობა-ცხელწყალმომარაგების ქვაბის/ქვაბების და/ან  ინდივიდუალური გამათბობლებისა და   წყალგამაცხელებლების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება); ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა; განათების სისტემის სიმძლავრე და ელექტრომოხმარება; ა.გ) ინფორმაციის შეგროვება შენობებში მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის (მათ შორის შეშის ღუმელების) და/ან სხვა განახლებადი რესურსების გამოყენების შესახებ; ა.დ) შენობის გარსის ელემენტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ა.ე) შენობის ფაქტობრივი ენერგომოხმარების შეფასება; ბ) შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა: ბ.ა) შენობების შემომზღუდი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო მაჩვენებლების  გაზომვა და თერმოგრაფია; ბ.ბ) გასათბობი სათავსების ტემპერატურა-ტენიანობის და დამტვერიანების პირობების შეფასება - სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შედარება; ბ.გ) ვენტილაციის სისტემაში ჰაერის ხარჯის განსაზღვრა; ბ.დ) გათბობის ცენტრალიზებული და ინდივიდუალური სისტემების ვიზუალური ინსპექტირება; ბ.ე) გაზომვის მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება; გ) შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება და წარდგენა: გ.ა) ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი კომპიუტერული პროგრამ(ებ)ის გამოყენება შენობების თბური მახასიათებლებისა და ენერგოეფექტურობის საერთო  მაჩვენებლების განსაზღვრისთვის; გ.ბ) კანონმდებლობის შესაბამისად შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება; გ.გ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენა; გ.დ) შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. 4. კანდიდადის შეფასება განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) თეორიული ნაწილის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის   30%-ს  შეადგენს; ბ) თეორიული კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 15% უნდა დააგროვოს; გ) პრაქტიკული კომპონენტის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის   70%-ს  შეადგენს;  დ) პრაქტიკული  კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 60% უნდა დააგროვოს; ე) თეორიული კომპონენტის შეფასებისთვის  გამოყენებული იქნება  ტესტები (ღია, დახურული) ამ დანართის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად; ვ) პრაქტიკული კომპონენტის შეფასებისთვის გამოყენებული იქნება პრაქტიკული დავალებები და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით ამ დანართის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. დანართი III შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის 1. ზოგადი მიზნები და მოთხოვნები ა) შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდა მიზნად ისახავს კანდიდატების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას; ბ) თეორიული ცოდნის შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ  ენერგოეფექტურობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნები, იცნობდნენ უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე შენობების  გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ენერგოეფექტურობისა და ინსპექტირების შეფასების მეთოდებს; გ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებისთვის კანდიდატებს მოეთხოვებათ რეალურ ან/და იმიტირებულ პირობებში შენობების  გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი  და სანდოობის შეფასება;  შენობების გათბობის, და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა  და გამოყენება; შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ინსტრუმენტული კვლევა, მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისად ინსპექტირების ანგარიშის შედგენა. 2. გამოცდის თეორიული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებსა და დავალებებს: 1. შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) შენობების ენერგოეფექტურობის ზოგადი ასპექტები; ბ) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების საანგარიშო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისა და გამოყენების წესის შესახებ;     ე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შენობების გათბობა-ვენტილაცია – ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, ასევე რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესების შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არსებობის შემთხვევაში,  ტექნიკური რეგლამენტი შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების  შესახებ. 2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობები და მოთხოვნები, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები; ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება; გ) უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში; დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები); ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები. 3. შენობების გათბობის  და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ენერგოეფექტურობისა და ინსპექტირების შეფასება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება. გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა; ბ) შენობის გეგმარებითი მონაცემების გამოყენება გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების შესაბამისობის შესაფასებლად; გ) ინსპექტირებისათვის საჭირო  სატესტო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მუშაობის პრინციპების დახასიათება; დ) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები; ე) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება - ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება; ვ) გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი და მისი შემადგენელი ნაწილები: ცენტრალიზებული  და ინდივიდუალური სისტემები; ე.წ. სპლიტ სისტემები; კომბინირებული  (packaged) სისტემები; ბოილერები, ჩილერები, ჰაერგამტარი დანადგარები, განაწილების და ემისიის სისტემები; ატომატიზაციისა და კონტროლის  სიტემები; ზ) გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მუშაობის ძირითადი ინდიკატორები; თ) ეკონომიკური ანალიზის მეთოდები. 3. გამოცდის პრაქტიკული ნაწილი სერტიფიცირების გამოცდის პრაქტიკული  ნაწილი შემდეგ საკითხებსა და დავალებებს  მოიცავს: 1. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი  და სანდოობის შეფასება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები; ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსების მოხმარების მონაცემების შესწავლა; გ) ინფორმაციის შეგროვება სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით: გათბობის სისტემების დანადგარების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება); კონდიცირების დანადგარების სიმძლავრეები,  ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა; დ) გაზომვების ჩატარება და სატესტო აღჭურვილობის გამოყენება. 2. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  მონაცემების დასამუშავებლად საჭირო  ინსტრუმენტების და მეთოდიკის შერჩევა და გამოყენება, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) კომპიუტერული პროგრამის გამოყენება გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეკონომიკური ეფექტიანობის შესაფასებლად; ბ)  სხვა ხელმისაწვდომი  ინსტრუმენტების განხილვა გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ინსპექტირების მონაცემების დასამუშავებლად. 3. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ინსტრუმენტული კვლევა და ინსპექტირების ანგარიშის შედგენა, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსექტირება; ბ) შენობებში არსებული გათბობის  და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტესტირება; გ) ტესტირების  მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება; დ) ინსპექტირების ანგარიშის მომზადება დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; ე) ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა. 4. შეფასების მეთოდიკა შეფასების მეთოდიკა განისაზღვრება შემდეგნაირად: 1. თეორიული ნაწილის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის   30%-ს  შეადგენს. 2. თეორიული კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 15% უნდა დააგროვოს. 3. პრაქტიკული კომპონენტის შესაფასებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ქულათა ჯამური რაოდენობის 70%-ს  შეადგენს. 4. პრაქტიკული  კომპონენტის დადებითი შეფასებისთვის კანდიდატმა ქულათა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 60% უნდა დააგროვოს. 5. თეორიული კომპონენტის შეფასებისთვის  გამოყენებული იქნება  ტესტები (ღია, დახურული) ამ დანართის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად. 6. პრაქტიკული კომპონენტის შეფასებისთვის გამოყენებული იქნება  პრაქტიკული დავალებები და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით  ამ დანართის მე-3  პუნქტით წარმოდგენილი თემატიკის შესაბამისად.