წინამდებარე პროგრამის სწავლის შედეგები, რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით, განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა;
ბ) შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება;
გ) წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორის ენერგოაუდიტისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება;
დ) მომსახურების, პროდუქციის წარმოებისა და ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება;
ე) ენერგოაუდიტის ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა-გამოყენება;
ვ) ენერგიის განახლებადი წყაროები, პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა;
ზ) ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება და წარდგენა.