1. ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 6 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის ზოგადი ასპექტები;

ბ) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ენერგოაუდიტის საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტის ჯგუფი სსტ ენ 16247;

ე) ენერგოაუდიტის ჩატარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 8 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები;

ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება;

გ) შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში;

დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (შრომის უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები);

ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები.

3. ტრანსპორტის სექტორის  ენერგოაუდიტი  და   ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 60 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ტექნოლოგიური პროცესების საინჟინრო შეფასება და ენერგეტიკული ნაკადების ანალიზი;

ბ) ენერგიის მოხმარებისა და დანაკარგების  შეფასება ტექნოლოგიურ ციკლში. ენერგიის ბალანსის შედგენა;

გ) ენერგოაუდიტის ინსტრუმენტული აღჭურვილობისა და საზომ-საკონტროლო მოწყობილობის მუშაობის პრინციპების დახასიათება;

დ) მონაცემების ჩაწერა – მონაცემთა რეგისტრატორები, ჭკვიანი მრიცხველები, ტემპერატურის, წნევის და სხვა პარამეტრების ჩამწერები;

ე) ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების ენერგოაუდიტი:

ე.ა) წყალსათბობი და სამრეწველო ორთქლის ქვაბდანადგარები;

ე.ბ) ღუმელები;

ე.გ) საშრობები, ავტოკლავები;

ე.დ) სამაცივრო დანადგარები და სისტემები;

ე.ე) კომპრესორები და შეკუმშული ჰაერის სისტემები;

ე.ვ) სატუმბი სისტემები და დანადგარები;

ე.ზ) ვენტილატორები და სავენტილაციო აირსატარები;

ე.თ) ავზები და რეზერვუარები, მაღალი  წნევის საცავები და მილგაყვანილობა;

ე.ი) ელექტროძრავები და ამძრავები;

ე.კ) ტრანსფორმატორები და ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობა;

ე.ლ) სანათები და განათების სისტემები;

ე.მ) კოგენერაციული სისტემები;

ე.ნ) ტრანსპორტი და სატრანსპორტო სისტემები;

ვ) ენერგოეფექტურობის შეფასებისა და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები.

4. მომსახურების, პროდუქციის წარმოებისა და ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 20 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები;

ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსების,  წყლის მოხმარების, მომსახურებისა და პროდუქციის წარმოების რაოდენობრივი მონაცემების შესწავლა;

გ) ინფორმაციის შეგროვება ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სისტემების სიმძლავრეებისა და ენერგომოხმარების შესახებ;

დ) გაზომვების ჩატარება  სატესტო აღჭურვილობის გამოყენებით. მიღებული შედეგების სანდოობის შეფასება.

5. ენერგოაუდიტის ინსტრუმენტებისა და მეთოდიკის შერჩევა/გამოყენება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 16 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კომპიუტერული პროგრამის გამოყენება ენერგოაუდიტის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობის შესაფასებლად;

ბ) სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენება ენერგოაუდიტის მონაცემების დასამუშავებლად.

6. ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალის შეფასება და გამოყენების შესაძლებლობები, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 10 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ენერგიის განახლებადი წყაროები და მოწყობილობები;

ბ) მზის თერმული სისტემები;

გ) მზის  ფოტოელექტრული სისტემები;

დ) ბიომასის ბოილერები და ღუმელები;

ე) ჰიდრო და გეოთერმული სისტემები;

ვ) ქარის ენერგოდანადგარები.

7. წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 20 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება;

ბ) ენერგოაუდიტის ანგარიშის წარდგენ