„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№460-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
320110000.05.001.102597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ლიცენზიის მფლობელი იხდის სათანადო საფასურს, რომლის ოდენობას ადგენს კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

2. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს, რომელსაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს ამ კანონით დადგენილი წესით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულმა ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ამ უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 აპრილი 2025 წ.

N460-IIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2025.
როდის იქნა მიღებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №460-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.05.001.102597.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №460-IIმს-XIმპ, 15.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.102597 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6472620/