„სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010290000.81.094.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ   ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის

ბრძანება №7

2025 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​17 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​17 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები, ხოლო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ გრანტების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში სამართალდამრღვევის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს გრანტების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი