საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
მიღების თარიღი 24.04.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 000000200.02(0).000.000000 8
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 4, 30/04/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.1990 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №208
1990 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენენ:
1. დამტკიცდეს შემუშავებული და რესპუბლიკის ფართო საზოგადოებრიობის მიერ მოწონებული საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა.
2. დაევალოს რესპუბლიკის ყველა პარტიულ, საბჭოთა, სამეურნეო, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას უზრუნველყონ საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განუხრელი და დროული შესრულება.
3. ამ დადგენილების შესრულებისადმი კონტროლი დაეკისროთ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს.
4. პროგრამა და დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს კპ საქართველოს სსრ
ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ნ. ჭითანავა
პრეზიდიუმის თავმჯდომარე
გ. გუმბარიძე
საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და რესპუბლიკის მთავრობის დავალებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრომ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ და საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებამ შეიმუშავეს საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის პროექტი და გამოაქვეყნე იგი 1989 წლის 7 თებერვალს.
პროგრამის პროექტი განიხილა, ძირითადად მოიწონა და შეავსო რესპუბლიკის ფართო საზოგადოებრიობამ.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ორგანიზაციას, კოორდინაციასა და კონტროლს უზრუნველყოფენ ზემოდასახელებული უწყებანი და საისტორიო კვლევითი თუ სასწავლო დაწესებულებანი.
ქვემოთ მოცემულია პროგრამის პროექტის შევსებული, საზოგადოებრიობის მიერ მოწოდებული შენიშვნების, წინადადებებისა და მოსაზრებების მიხედვით შესწორებული ვარიანტი.
პრობლემები და საკითხები
შემსრულებელი
შესრულების ვადა
კონტროლი
I. საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევა
1. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებათა კვლევითი გეგმების გადასინჯვა და დაზუსტება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
საჭიროების მიხედვით
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
2. საარქივო ფონდებში მუშაობის არსებული სისტემის სრულყოფა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
რეგულარულად
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
3. საბჭოთა კავშირისა და უცხოეთის არქივებში საქართველოს ისტორიის უცნობ წყაროთა და გამოკვლევა
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი ინსტიტუტები, საქართველოს სსრ სახალხო განათლება სამინისტრო, საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990-2005
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
4. საქართველოს ისტორიის წყაროების გამოსაცემად მომზადება:
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
1991-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
- „ქართლის ცხოვრების“ ცალკეულ თხზულებათა ტექსტებისა
- „ქართლის ცხოვრების“ ენციკლოპედიისა
- „ქართლის ცხოვრების“ სიმფონიისა
- ქართული საისტორიო საბუთების მრავალტომეულისა
ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მრავალტომეულისა
- შუა საუკუნეთა ქართული საისტორიო პოეზიის კრებულისა
- უცხოენოვანი წყაროებისა
- საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის დოკუმენტური და სხვა მასალების კრებულებისა
- დოკუმენტების კრებულისა „საქართველოს სსრ დიდ სამამულო ომში“
- ახალი და უახლესი ხანის მოღვაწეთა პირადი არქივებისა
- უცხოეთში მოღვაწე ქართველი და არაქართველი ისტორიკოსების ქართველოლოგიური ნაშრომებისა
- წერილობითი წყაროებისა და აფხაზთა და ოსთა ისტორიის შესახებ
პრობლემები და საკითხები
შემსრულებელი
შესრულების ვადა
კონტროლი
- მონოგრაფიების სერიისა სსრკ ხალხებთან ქართველი ხალხის ურთიერთობის შესახებ
- რესპუბლიკის ისტორიკოს-მკვლევართა ისტორიოგრაფიული მემკვიდეობისა
5. საქართველოს ძველი, შუა საუკუნეთა და ახალი ისტორიის ყოველმხრივი კვლევის გაფართოება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი ინსტიტუტები, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
6. საქართველოს უახლესი და რევოლუციის წინა ხანის ისტორიის კვლევის ძირეული გარდაქმნა
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
1990 წლიდან
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
7. XX საუკუნის საქართველოს ეროვნული მოძრაობის პრობლემების კვლევა
ერთაშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრი
1990-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
8. „საქართველოს ისტორიის“ ერთტომეულის მომზადება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
1990-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
9. საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ VI, VII და VII ტომების რუსულ გამოცემის მომზადება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
1990-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
10. ქართული კულტურისა და საბჭოთა კავშირის ერებთან და ეროვნებებთან ქართველი ერის კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა ისტორიის კვლევის გაძლიერება
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი ეროვნებათშორისი ურთიერთობის კვლევის ცენტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1991-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
11. აფხაზეთის და სამხრეთ ოსების ისტორიისა და კულტურის საკითხების კვლევის გაძლიერება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი ინსტიტუტები, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990 წლიდან
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
12. რესპუბლიკაში თანამედროვე ეროვნებათშორისი ურთიერთობის კვლევის გაუმჯობესება
ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრი
1991-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
13. ქრისტიანობისა და სხვა რელიგიათა ისტორიის კვლევის გაფართოება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი ინსტიტუტები, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1991-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
14. შექმნა ნაშრომებისა:
- „ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორია“
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრი
1991-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი, „საქსახაგრომრეწვი“
- „ქართველი ერი“ (გზამკვლევი)
- „საქართველოს ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიის პრობლემები“
საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის შესაბამისი ინსტიტუტები
1990-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი
15. რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო დისკუსიებისა და სიმპოზიუმების ჩატარება ქართული ცივილიზაციისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდულად
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
16. საქართველოს ისტორიის პრობლემებზე მომუშავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებათა კვლევის კოორდინაცია
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
რეგულარულად
17. ისტორიკოს მეცნიერთა ახალი კადრების მომზადება როგორც რესპუბლიკის, ისე საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
II. საქართველოს ისტორიის სწავლება
1. დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის მშობლიური ისტორიის პოპულარული წიგნის მომზადება
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1995
2. საშუალო სპეციალური და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის საქართველოს ისტორიის კურსის ახალი პროგრამების მომზადება
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
1990-1991
3. საშუალო სპეციალური და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის საქართველოს ისტორიის მეთოდიკური და კლასგარეშე ლიტერატურის მომზადება
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-2000
4. საშუალო სკოლის V კლასისათვის საქართველოს ისტორიის ხელახალი გადამუშავებული სახელმძღვანელოს გამოცემა რესპუბლიკის სკოლებში სწავლების ყველა ენაზე
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1991
5.” საქართველოს ისტორიის“ საშუალო სკოლის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის მომზადება და ორივე ნაწილის გამოცემა რესპუბლიკის სკოლებში სწავლების ყველა ენაზე
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1991
6. საქართველოს ისტორიის სწავლების უზრუნველყოფა რესპუბლიკის ყველა სკოლაში
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990 წლიდან
7. რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების ისტორიის ფაკულტეტებზე, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიოგრაფიის, წყაროთმცოდნეობის, რელიგიის ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ხელოვნების, ქართული სამხედრო ხელოვნების, სამართლის, კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის, პალეოგრაფიის, ნუმიზმატიკის, არქივისა და მუზეუმმცოდნეობის სწავლების გაძლიერება და ამისათვის ხელის შეწყობა დასახელებულ ისტორიულ დისციპლინათა სახელმძღვანელოების შექმნით
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1991-1995
8. საქართველოს ისტორიის კურსის სწავლების შემოღება რესპუბლიკის ყველა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებელში
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990 წლიდან
9. უმაღლეს სასწავლებელთა ისტორიის ფაკულტეტისათვის საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს, ხოლო სხვა ფაკულტეტებისათვის სახელმძღვანელოს შექმნა სწავლების ყველა ენაზე
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1991-1992
10. უმაღლესი და საშუალო სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის საქართველოს ისტორიის ქრესტომათიის მომზადება ქართულ და რუსულ ენებზე
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1991-1994
11. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკების ფონდების მომარაგება უცხოური ისტორიოგრაფიული ნაშრომებით (განსაკუთრებით თარგმნა ქართულად)
საქართველოს სსრ სახალხო განათლებისა და საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
რეგულარულად
12. საშუალო სკოლების უფროს კლასებში ჩამოყალიბება სხვადასხვა პროფილის საისტორიო წრეებისა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ მეცნიერი ისტორიკოსები
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
1990წლიდან
III. საგამოცდო საქმე
1. გამოიცეს:
- „ქართლის ცხოვრება (საკითხავი წიგნი)
- „საქართველოს ისტორია“ (საკითხავი წიგნი)
საქართველოს სსრ ბეჭდვსახკომი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭო
1990-1991
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
- „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ ტომეულები (რუსულად)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
1990-1995
2. დაარსდეს სამეცნიერო-პოპულარული ისტორიული ჟურნალი
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება
3. გამოიცეს სერიულად:
- „საქართველოს ქალაქები და სოფლები“
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება
1992-1997
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
- „ქართული და კავკასიური ცივილიზაციის ისტორიის საკითხები“
- „სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიაში“
4. მომზადდეს და გამოიცეს:
- „საქართველოს სსრ დიდ სამამულო ომში“ (ორტომეული)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
1990-2000
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
- „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ნუსხა“ (მრავალტომეული)
- „ქართული საისტორიო მეცნიერების ისტორია“ (სამტომეული)
- „აფხაზთა სამეფოს“ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი, აჭარა) შიდა ქართლის, ქვემო ქართლის ისტორია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
- კავკასიის ერებთან და ეროვნებებთან, საქართველოში მცხოვრებ ეროვნებებთან და ეთნიკურ ჯგუფებთან ქართველი ერის კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის ამსახველი გამოკვლევები
- „ქართული კულტურის ისტორია“ (სამტომეული)
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია“ (ოთხტომეული)
ფილოსოფიის ინსტიტუტი
- „ქართული ეკონომიკური აზროვნებისა და სახალხო მეურნეობის ისტორიის“ ნარკვევების
ეკონომიკის ინსტიტუტი
- „ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები“ (ორტომეული)
სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრი
5. გამოიცეს საქართველოს ისტორიის რუკები:
- „ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი“
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ გამსახკომი, საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება
1990-1995
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
6. მომზადდეს და გამოიცეს ალბომები:
- „ქართლის ცხოვრება“
„საქართველო“
- „საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია“ (ფოტოდოკუმენტები)
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტი
ენციკლოპედიები:
- ენციკლოპედია „საქართველო“ (მრავალტომეული)
ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
1991-1996
1996
- ენციკლოპედია „ივანე ჯავახიშვილი“
- ენციკლოპედია-ლექსიკონი და ფოტოალბომი „საქართველოს სსრ დიდ სამამულო ომში“
- ენციკლოპედია „ქართული სამართალი“
7. საისტორიო წყაროთა და ისტორიოგრაფიულ ნაშრომთა პუბლიკაციის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდეს საჭირო ღონისძიებანი პოლიგრაფიული ბაზის განსამტკიცებლად
საქართველოს სსრ ბეჭდვსახკომი, საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1995
IV. ტექნიკური აღჭურვილობა და თვალსაჩინოება
1. რესპუბლიკის საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების ისტორიის კაბინეტების აღჭურვა თანამედროვე სასწავლო-ტექნიკური საშუალებებით
საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტი საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
რეგულარულად
2. საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და კულტურის ისტორიის თემებზე საყმაწვილო და სასწავლო დიაფილმების შექმნა
საქართველოს სსრ კულტურისა და საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროები
1990-1991
3. საქართველოს ისტორიის სასწავლო პროგრამის გატანა ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაზე დეკ-2
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო
1990-1991
4. საქართველოს ისტორიისა და ქართული ხელოვნების ისტორიის საკომპიუტერო ბანკის შექმნა
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
1990-1991
5. საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის წყაროებისა და ძეგლების ავტომატიზებული საძიებო-საინფორმაციო სისტემის შექმნა, კვლევის კომპიუტერიზაციის დანერგვა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევის უზრუნველყოფა უახლესი თაობის გამომთვლელი მანქანებითა და ინდივიდუალური კომპიუტერებით
საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
1990-1993
V. საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია
1. ბიბლიოგრაფიული საძიებლების, გზამკვლევებისა და ცნობარების შექმნა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო
1991-1995
2. ენციკლოპედიური ლექსიკონების - „საქართველოს“, „აფხაზეთი“, „აჭარა“ - შექმნა, თარგმნა და გამოცემა რუსულ და ინგლისურ ენებზე
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ ბეჭდვსახკომი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
1992-1995
3. უცხოური ენციკლოპედიების რედაქციების სრულად ინფორმირების მიზნით სპეციალური ბიულეტენის გამოცემა რუსულ და ინგლისურ ენებზე
საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ გამსახკომი
1992 წლიდან
4. საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღების ფართოდ აღნიშვნა სპეციალური გეგმის მიხედვით
საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, კულტურის ფონდი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება
რეგულარულად
5. საქართველოს ისტორიის გაცნობისათვის საინფორმაციო-პოპულარიზატორული მუშაობის გაფართოება და გაუმჯობესება (საჯარო ლექცია-მოხსენებები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები და სხვ.)
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი ინტიტუტები, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნა“
რეგულარულად
6. რესპუბლიკაში საექსკურსიო მომსახურებისა და ექსკურსიამძღოლთა მომზადების გაუმჯობესებასა და ქართულ, რუსულ და უცხო ენებზე გზამკვლევებისა და ბუკლეტების გამოცემა
საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, საქართველოს სსრ ტურიზმისა და ექსკურსიების საბჭო, „ინტურისტი“, საქართველოს სსრ ბეჭდვსახკომი
1990 წლიდან
7. თბილისში ქართველოლოგთა ხეივნის შექმნა, სადაც დაიდგება გამოჩენილ ქართველ და არაქართველ ქართველოლოგთა ბიუსტები
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო, საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი
1995 წლიდან
VI. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი
1. სასწავლო ტელეგადაცემების მომზადება საქართველოს ისტორიის საკითხებზე
საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის სახელწმიფო კომიტეტი
რეგულარულად
2. მხატვრული და დოკუმენტური სასწავლო ფილმების შექმნა საქართველოს ისტორიის თემებზე
საქართველოს სსრ კულტურისა და საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროები
რეგულარულად
3. საქართველოს ისტორიის საკითხების გაშუქება ჟურნალ-გაზეთებში
პრესის ორგანოები
რეგულარულად
პრობლემები და საკითხები
შემსრულებელი
შესრულების ვადა
კონტროლი
VIIL საგარეო სამურნეო-კულტურული კავშირურთიერთობანი
1. საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლის მოვლა-პატრონობის, აგრეთვე, უცხოეთის ქართველოლოგიური სამეცნიერო ცენტრებისა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცალკეული სპეციალისტებისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობისა და ქართველთმცოდნეობის შემდგომი განვითარების მიზნით გამოიყოს სახსრები საზღვარგარეთ გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალებისათვის დახმარების გასაწევად და მათ გამოსაწერად რესპუბლიკის ყველა დაინტერესებული სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებისათვის
საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტი
2. მასობრივი ინფორმაციისა და სპეციალური სამეცნიერო პუბლიკაციების საშუალებით ფართო საზოგადოებრიობის ინფორმირება უცხოეთში არსებული მემუარული ლიტერატურის, საარქივო და სხვა საისტორიო მასალის შესახებ
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთები
პერიოდულად
3. ეროვნული სასულიერო და საერთო კულტურის ძეგლების ნაგებობათა არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტების აღსაკვეთად მათი სრული ნუსხის შედგენა და სათანადო ღონისძიებათა დასახვა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება
1990
4. ქართველთა ყოფისა და კულტურის შესწავლა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ - პლასტუნკაში, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთში
საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, კულტურის ფონდი
1990-2000
5. ქართველთა და ქართველ ებრაელთა ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობის კვლევა; ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა თბილისში
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება
1990-1995
6. ქართულ-აღმოსავლურ ურთიერთობათა კვლევის შემდგომი განვითარება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990-2005
7. ქართველთმცოდნეობის კვლევის საერთაშორისო პროგრამისა და ქართველთმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაციის შექმნა
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, საქართველო სსრ სახალხო განათლების სამინისტრო, საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო
1990-1992
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო