მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 29.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №29/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.016801 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №29/2025
2025 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის/მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და არ აქვთ შესაბამის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი