„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 30.04.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №224/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016147 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო
ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №224/ძ
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის 23 აპრილის №20 დადგენილების მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულება დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიბექა ღვაჩლიანი
დანართი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი
დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ (შემდგომში – „თეატრი“), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
2. თეატრი დაფუძნებულია „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. თეატრი წარმოადგენს სტაციონარულ-
სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – სხვადასხვა ჟანრის დრამატული წარმოდგენები (სპექტაკლები).
4. თეატრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“.
5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.
6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალი, თოფურიას ქ. №10.
მუხლი 2🔗.
თეატრის
ძირითადი
მიზნები
,
ფუნქციები
და
საქმიანობის
საგანი
1. თეატრის ძირითად მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით ინტეგრირებული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის გაწევა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული თვითშეგნების ამაღლება.
2. თითოეული სპექტაკლი შემუშავდება პროფესიონალი რეჟისორების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების, მოცეკვავეებისა და მხატვრების თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხი.
3. თეატრის მიზანია:
ა) თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პოპულარიზაცია, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება;
ბ) შშმ პირებს მისცეს თეატრალურ ხელოვნებაში ჩართვის, უნარების რეალიზებისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების უფრო მეტი საშუალება, განავითაროს მათი შესაძლებლობები სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით და შეუქმნას ხელოვან პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის თანაბარუფლებიანი გარემო. ასევე, აჩვენოს საზოგადოებას მათი შესაძლებლობები და დაანგრიოს სტერეოტიპები, ბარიერი სოციუმსა და მათ შორის, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება შშმ პირების შესაძლებლობებსა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე;
გ) საფუძველი ჩაუყაროს და კიდევ უფრო გაამყაროს პროფესიონალ ხელოვანთა (მსახიობები, რეჟისორები და სხვა) შშმ პირებთან კოლაბორაციული მუშაობის გზით ხელოვნების ნიმუშის შექმნის გამოცდილება, გაუზარდოს მათ კვალიფიკაცია და აუმაღლოს ცნობიერება. საზოგადოებას შესთავაზოს სპექტაკლები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პროფესიონალი მსახიობები ერთ სცენაზე ითამაშებენ. ეს სპექტაკლები გაზრდის ცნობიერებას შშმ პირთა შესაძლებლობების შესახებ.
მუხლი 3🔗.
თეატრის
უფლება
-
მოვალეო
ბები
1. თეატრის უფლებაა:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;
ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს. იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა სამართლებრივი ქმედებები
როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;
დ) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს ფილიალები ან წარმომადგენლობები;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.
2. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „პროფესიული თეატრების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თეატრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 4🔗.
თეატრის
მართვა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
3. თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.
4. თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთვევაში) მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.
5. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი.
თეატრის დირექტორი:
ა) არის თეატრის ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) ან მთავარი მხატვრის მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს;
კ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
ლ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს;
მ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
6. თეატრის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი.
7. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი
5🔗
. თეატრის
ქონება
,
სამეურნეო
საქმიანობა
1. თეატრს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ინვენტარი დანადგარ-მოწყობილობებით, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. თეატრის ქონებაა ინტელექტუალური საკუთრება და ძირითადი აქტივები, რომლებიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
4. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული კომერციული საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მთლიანად ხმარდება თეატრს.
მუხლი 6🔗.
თეატრის
დაფინანსების
წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;
გ) აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრები;
დ) უცხოური ინვესტიციები;
ე) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულებანი;
ვ) კერძო შემოწირულებანი;
ზ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
მუხლი
7🔗
.
თეატრის
საქმიანობის
ბუღალტრული
ანგარიშგება
და
კონტროლი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი აწარმოებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მიმდინარე წლის დასრულებამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.
4. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 8🔗.
თეატრის
სახელმწიფო
კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗.
თეატრის
ლიკვიდაცია
-
რეორგანიზაცია
1. თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 1🔗
0
.
გარდამავალი
დებულებანი
წინამდებარე
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.