1. სამედიცინო პერსონალის ფუნქციები:

ა) დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ ბავშვს. ცალკე გადაჰყავს, ატყობინებს მშობელს და ელოდება დაწესებულებიდან მის გაყვანას;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში იძახებს სასწრაფო დახმარებას;

გ) ახორციელებს მეთვალყურეობას, როგორც ეზოსა და შენობის, ასევე ჯგუფებში, სველი წერტილების ადგილებში, პროდუქტების საწყობსა და კვების ბლოკში არსებულ სანიტარულ მდგომარეობაზე;

დ) აწარმოებს ბავშვთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვას;

ე) ადგენს ყოველდღიურ მენიუს და ახორციელებს სათანადო ხელმოწერას;

ვ) ამოწმებს პროდუქტების ვადებსა და ვარგისიანობას;

ზ) ესწრება სამზარეულოში კვების მომზადებისა და გაცემის პროცესს;

თ) ვალდებულია იცნობდეს კვების ნორმებს და ბავშვთა საკვების დამზადების ძირითად წესებს.

2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშ