1. მნეს ფუნქციები:
ა) აბარია დაწესებულების პროდუქტის და სამეურნეო საქონლის საწყობი, არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ბ) შეისწავლის საწყობში არსებულ ნაშთებს და ყოველი კვირის ბოლოს ინფორმაციას წარუდგენს მენეჯერს;
გ) მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს ახალი შეკვეთებისთვის საჭირო პროდუქტების სახეობებს და რაოდენობას;
დ) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხელმოწერით ადასტურებს მიღებულ პროდუქტს წონით და საცალო რაოდენობის სიზუსტით;
ე) პასუხიმგებელია საწყობში არსებული პროდუქტის შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე;
ვ) ყოველდღიური მენიუ-მოთხოვნების შესაბამისად ახდენს საწყობიდან პროდუქტების გაცემას სამზარეულოსთვის.
2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშ