1. უფროსი მზარეულის ფუნქციები:
ა) დაწესებულების დღის რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს საჭმლის თავის დროზე და ხარისხიანად მომზადებას;
ბ) მონაწილეობს მენიუს შედგენაში, ზუსტად, წონის მიხედვით საწყობიდან იბარებს პროდუქტებს და პასუხისმგებელია მათ სათანადო შენახვასა და ხარჯვაზე, აგრეთვე სამზარეულოში ჭურჭლისა და ინვენტარის სანიტარულ მდგომარეობაზე; გ) უზრუნველყოფს პროდუქტების ჰიგიენურ დამუშავებას, ბავშვებისთვის საჭმლის კულტურულად მომზადებას და მიწოდებას, მომზადებული საჭმელის გაცემას ბავშვთა გათვალისწინებული ნორმის მიხედვით კვების რეჟიმის ზუსტი დაცვით;
დ) უზრუნველყოფს კვების ბლოკის გამართულ მუშაობას და ახორციელებს თანაშემწეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მეთვალყურეობას;
ე) ვალდებულია ეცვას ფორმა, იცოდეს კვების ნორმები, საჭმლის მომზადებისა და შენახვის ზუსტი წესები.
2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშ