1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).
2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;
ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება;
გ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობ