1. მენეჯერის ფუნქციები:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებაზე;

გ) განიხილავს აღმზრდელთა, მშობელთა და სხვა თანამშრომელთა საჩივრებს;

დ) პერსონალურად აგებს პასუხს სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ ქონებაზე;

ე) პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვასა და ხარისხზე;

ვ) უზუნველყოფს შესაბამისი კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნას;

ზ) უზრუნველყოფს კვების ნორმებისა და რაციონის დაცვას დამტკიცებული მენიუ-მოთხოვნების ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეპუტაციის, ღირსებისა და პრესტიჟის დაცვაზე;

ი) ადგენს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;

კ) ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ლ) აწარმოებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვთა „ჩარიცხვა და განთესვის“ წიგნს;

მ) პასუხისმგებელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების პირადი საქმეების მოწესრიგებაზე;

ნ) უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას; ო) პასუხს აგებს ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზებაზე;

პ) უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას;

ჟ) ვალდებულია პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის თაობაზე;

რ) ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ს) აღრიცხავს და აკონტროლებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების საწყობში (სამეურნეო, საკანცელარიო, კვების) არსებული მარაგების მოძრაობას და ყოველი თვის ბოლოს წარადგენს შესყიდვების აუცილებელ ნუსხას;

ტ) პასუხისმგებელია შენობის, ტერიტორიისა და მოწყობილობის სანიტარულ მდგომარეობაზე;

უ) ორგანიზებას უწევს და პირადად ამოწმებს ტექნიკური პერსონალის მუშაობას, მონაწილეობს მენიუს შედგენაში, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით;

ფ) პასუხს აგებს საკვების ხარისხიან და დროულად მომზადებაზე, სამზარეულოსა და საკუჭნაოს სანიტარულ მდგომარობაზე;

ქ) უზრუნველყოფს პერსონალის მართვას და ზრუნავს მათ განვითარებაზე;

ღ) თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, ადმინისტრაციული სასჯელის დადების ან წახალისების საკითხებზე დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს გაერთიანების დირექტორს.

2. ანგარიშვალდებულია გაერთიანების დირექტორის წინაშ