„ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 05.05.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016219 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.09.2021
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2025 წლის 5 მაისი
სოფ. წეროვანი
ა(ა)იპ – ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტები.
/თან ერთვის/
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის №5 დადგენილება (ვებგვერდი 09.09.2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.150.016164) „ა(ა)იპ – ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი
ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მიმწოდებელი (და განმახორციელებელი) დაწესებულების პერსონალი.
მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო
სტანდარტები პერსონალის კლასტერის მიხედვით განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს.
მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებისათვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში:
ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართვას და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტარტეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა; მისიის და მიზნების განსაზღვრა; სტრატეგიული გეგმების შედგენა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი;
ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის მართვა;
ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს;
კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით;
ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ: აღმზრდელის თანაშემწე), საგნმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში; ეხმარება კვების პროცესში;
ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევისას, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის აღრიცხვას, ზედამხედველობას. ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ) დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსების უსაფრთხოების დაცვას;
ს) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
თავი II. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მუხლი 5🔗. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერს):
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) სტრატეგიულ მართვაზე - (მენეჯერი);
ბ) მატერიალური რესურსების მართვაზე - (მნე);
გ) დოკუმენტაციის წარმოებაზე - (საქმისმწარმოებელი);
დ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე - (მეთოდისტი).
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ა) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი (აღმზრდელი);
ბ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი (სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი).
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი (ექიმი, მედდა).
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე);
ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამლაგებელი, მრეცხავი);
გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მზარეული, მზარეულის თანაშემწე);
დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამხმარე მუშა);
ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დარაჯი).
თავი III. ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 6🔗. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია და გამოცდილება:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II, IX თავი);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
დ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ) საქართველოს მთავრობის №485 დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ ;
ზ) საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება – „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
თ) საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ;
ი) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ შესახებ;
კ) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ლ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
მ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
ნ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;
ო) ადრეული განათლების პრინციპები;
პ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) დაწესებულების მისიის, ხედვისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
მუხლი 7🔗. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) პროდუქტის მომარაგება-შენახვის წესები და მათი დაცვა;
ბ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
გ) პროდუქტის მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
დ) ნარჩენების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები, რეკომენდაციები, მათი შესრულება და დაცვა.
3. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
მუხლი 8🔗. დოკუმენტაციის მწარმოებლის პროფესიული სტანდარტები
1. დოკუმენტაციის მწარმოებელს აქვს უმაღლესი განათლება:
2. დოკუმენტაციის მწარმოებელმა იცის:
ა) ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ“;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) კომპიუტერის ძირითადი პროგრამები;
ე) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 9🔗. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ნებისმიერი) მიმართულებით;
ბ) საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
თ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
ი) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
კ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ლ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ნ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ) ეფექტური კომუნიკაცია;
ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
თ) პოზიტიური გაძღოლა;
ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ლ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება.
თავი IV. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 10🔗. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით;
ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულით;
გ) შეუძლია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართოს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
დ) შეუძლია უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისაკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
ე) აქვს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი;
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები, თემატური მიმართულებები;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები;
გ) ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები;
ე) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
ვ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
ზ) დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
თ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ი) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
მუხლი 11🔗. ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
2. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ადრეული განათლების პრინციპები;
დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;
ე) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ვ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ზ) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
თ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ი) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.
3. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.
თავი V. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 12🔗. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ზ) მენიუს შედგენის წესი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ) „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.
თავი VI. ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 13🔗. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჯგუფის დამხმარე პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.
2. ჯგუფის დამხმარე პერსონალმა იცის:
ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
დ) გუნდური მუშაობა.
3. ჯგუფის დამხმარე პერსონალს შეუძლია:
ა) საგანმანათლებლო პერსონალის დახმარება საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში;
ბ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
მუხლი 14🔗. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.
2. ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხო მოხმარების ინტრუქციები.
3.ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
მუხლი 15🔗. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან სერტიფიკატი მზარეულის/კულინარის სპეციალიზაციით ან სრული ზოგადი განათლება და შესაბამისი უნარები.
2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
თ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.
3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
გ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
დ) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
ე) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ბ) ტექნიკის და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.
3. მმატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;
ბ) დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.
მუხლი 17🔗. დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) შენობის და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
3. დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შენობის და მატერიალური რესურსების დაცვაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
დ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII. პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
მუხლი 18🔗. პერსონალის ღირებულებები
1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ.
2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას.
3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის.
4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.
5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
6. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული.
7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია.
8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა.
მუხლი 19🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
1. პერსონალი იცავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის.
3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.
4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.
5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.
6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს.
7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.
8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.
თავი VIII . პერსონალის პროფესიული გარემო
მუხლი 20🔗. ურთიერთობა
1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.
2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.
5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას.
6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.
მუხლი 21🔗. პროფესიული განვითარება
1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით.
2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.
3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.
4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.
5. პერსონალს შეუძლია, გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.
თავი IX. პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა
მუხლი 22🔗. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას.
2. პერსონალი პატივს სცემს და საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით.
3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.
თავი X. გარდამავალი დებულებები
მუხლი 23🔗. გარდამავალი დებულებები
პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ დაწესებულებაში შესაბამის პოზიციებზე.