რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში სტიქიისაგან დაზარალებული და უბინაო ოჯახებისათვის საკარმიდამო მიწი ფონდის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მშენებლობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №404

1990 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში სტიქიისაგან დაზარალებული და უბინაო ოჯახებისათვის საკარმიდამო მიწი ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 23 თებერვლის № 37, 30 მარტის №67, 28 აპრილის №98, №100, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 16 ოქტომბრის №457 დადგენილებანი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 28 იანვრის (ოქმი № 1), 1989 წლის 18 აგვისტოს (ოქმი № 9), სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: ოზურგეთისა  - 1989 წლის 27 იანვრის №34, სენაკისა - 1989 წლის 22 ნოემბრის №372, 1990 წლის 24 იანვრის №33, წალენჯიხისა - 1990 წლის 17 იანვრის №14, ზუგდიდისა - 1989 წლის 29 ნოემბრის №275, მარტვილისა - 1989 წლის 29 ნოემბრის №303, საგარეჯოსი - 1989 წლის 28 ივლისის №385, წყალტუბოსი - 1989 წლის 30 ივნისის №275, ბორჯომისა - 1989 წლის 3 ნოემბრის №628, 1990 წლის 23 იანვრის №33, ქარელისა - 1989 წლის 22 სექტემბრის №196, 197, 1990 წლის 19 იანვრის №13, გარდაბნისა - 1989 წლის 30 ოქტომბრის №331, მცხეთისა - 1989 წლის 15 დეკემბრის №512, 1990 წლის 20 აპრილის №178, თეთრი წყაროსი - 1990 წლის 13 თებერვლის №38, 7 ივნისის №172, ხაშურისა - 1989 წლის 19 ივლისის №340, 27 სექტემბრის №484, 18 ოქტომბრის №531 ხონისა - 1989 წლის 20 დეკემბრის №513, დუშეთისა (ნაწილობრივი ცვლილებით) – 1989 წლის 30 წლის მარტის №112 და ამის შესაბამისად გამოიყოს:

1. გალის რაიონის მზიურის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 5,25 ჰექტარი საძოვარი - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის მუშა-მოსამსახურეთა 35 ოჯახის დასაკმაყოფილებლად თითოეულისათვის 0,15 ჰექტარის გათვალისწინებით.

გალის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა უზრუნველყოს გამოყოფილი ფართობის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და შემდეგ გაიცეს საკარმიდამოებად.

2. სოხუმის რაიონის ორი კოლმეურნეობის მიწებიდან 0,3 ჰექტარი საძოვარი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ორი პედაგოგის ოჯახის დასაკმაყოფილებლად, აქედან:

- სოფელ კელასურის კოლმეურნეობა „წინსვლის“ მიწებიდან - 0,15 ჰექტარი;

- სოფელ თავისუფლების კოლმეურნეობა „ახალი ცხოვრების“ მიწებიდან - 0,15 ჰექტარი.

3. სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარის ჟდანოვის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,3 ჰექტარი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწებიდან 0,15 ჰექტარი, სულ 0,45 ჰექტარი საძოვარი - ამავე კოლმეურნეობისა და სასწავლო-საცდელი მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების 3 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, თითოეულს  - 0,15 ჰექტარი.

4. სოხუმის რაიონის წერეთლის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,42 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 4 დამეწყრილი ოჯახის სამოსახლოდ.

5. სოხუმის რაიონის სოფელ აბჟაყვის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,15 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი დამეწყრილი კომლის სამოსახლოდ.

6. ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 2,4 ჰექტარი სახნავი - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის მუშა-მოსამსახურეთა იმ 14 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც არ გააჩნიათ სამოსახლო მიწები.

ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა საბჭოთა მეურნეობის დირექციამ გამოყოფილ ფართობზე:

- ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ნებართვის გაცემამდე უზრუნველყოს ამ ფართობზე დაგეგმარების პროექტის შედგენა;

- გრუნტის წყლების დონის რეგულირებისათვის ჩაატაროს სადრენაჟო სამუშაოები და უზრუნველყოს ამ ფართობის საინჟინრო-გეოლოგიური შემოწმება;

- ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

7. ოზურგეთის რაიონის ნატანების ციტრუსების ექსპერიმენტული საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 2,0 ჰექტარი ბუჩქნარი - ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად.

ოზურგეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა:

- უზრუნველყოს მშენებლობის დაწყებამდე ან ნაკვეთებზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

8. სენაკის რაიონის ნოსირის დაფნის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,75 ჰექტარი საძოვარი (ნაცვლად მოთხოვნილი 1,0 ჰექტარისა) - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 3 ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

9. სენაკის მეცხოველეობის სამეურნეობათაშორისო საწარმოს მიწებიდან 3,5 ჰექტარი საძოვარი - ამავე სამეურნეობათაშორისო საწარმო საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა სამოსახლოებით დასაკმაყოფილებლად, აქედან: სამოსახლოებად - 3,3, ჰექტარი, გზებისათვის - 0,5 ჰექტარი.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

10. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის კოლმეურნეობა „თბილისის“ მიწებიდან (8 ნაკვეთად) 2,05 ჰექტარი (სახნავი - 0,7 ჰექტარი, საძოვარი, - 1,35 ჰექტარი) - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად.

11. ცხინვალის რაიონის სოფელ ძარწემის კოლმეურნეობის მიწებიდან 3,0 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

12. ლენინგორის რაიონის კორინთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ამავე საბჭოთა მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში - 5,38 ჰექტარი სახნავი, აქედან: სოფელ ყანჩავეთში - 3,62 ჰექტარი სოფელ კორინთას წირქოლურების უბანში - 1,76 ჰექტარი (თითოეული ოჯახისათვის 0,1 ჰექტარის გათვალისწინებით) იმ ოჯახების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არა აქვთ სამოსახლო მიწის ნაკვეთები.

ლენინგორის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გამოყოფილ ფართობზე:

- ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;

- მშენებლობის დაწყებამდე ჩაატაროს იქ გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა.

13. ზუგდიდის რაიონის ორი კოლმეურნეობისა და ერთი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 37,35 ჰექტარი - ამავე კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ახლადშექმნილი 124 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის:

- სოფელ ინგირის კოლმეურნეობის მიწებიდან - 8,0 ჰექტარი საძოვარი;

- სოფელ რუხის კოლმეურნეობა „საქართველოს“ მიწებიდან - 15,35 ჰექტარი (სახნავი - 1,0 ჰექტარი, საძოვარი - 14,35 ჰექტარი);

- ორსანტიის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 14,0 ჰექტარი (სახნავი - 4,5 ჰექტარი, საძოვარი - 9,50 ჰექტარი).

14. მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახავოს კოლმეურნეობის მიწებიდან 0,25 ჰექტარი ქვიანი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი პედაგოგისათვის სამოსახლოდ მოცვლის წესით მისაცემად.

მარტვილის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გამოყოფილ ფართობზე;

- მშენებლობის დაწყებამდე ჩაატაროს ამ ფართობის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა;

- ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

15. საგარეჯოს რაიონის ორი მეურნეობის მიწებიდან 25 ჰექტარი - ამავე მეურნეობათა საკარმიდამო მიწის ფონდში აჭარის ასსრ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასასახლებლად, აქედან:

- ხაშმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 15,0 ჰექტარი, მათ შორის სახნავი - 6,2 ჰექტარი, საძოვარი - 8,8 ჰექტარი;

- პატარძეულის სამეურნეობათაშორისო მეცხვარეობის მეურნეობიდან - 10 ჰექტარი სახნავი.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

16. ქ. წყალტუბოს ზონის ორი კოლმეურნეობისა და ერთი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,56 ჰექტარი ფართობი - ამავე კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 3 ოჯახის სამოსახლოებით დასაკმაყოფილებლად, მათ შორის:

- სოფელ ოფუჩხეთის კოლმეურნეობის მიწებიდან - 0,06 ჰექტარი ქვიანი საძოვარი (ერთი ოჯახისათვის);

- სოფელ ქვილიშორის კოლმეურნეობის მიწებიდან - 0,25 ჰექტარი ქვიან-ბუჩქნარიანი საძოვარი (ერთი ოჯახისათვის);

- წყალტუბოს ჩაის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან სოფელ ხომულში - 0,25 ჰექტარი ბუჩქნარი (ერთი ოჯახისათვის).

გამოყოფილ ფართობზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განხორციელდეს საინჟინრო ნორმების დაცვით.

17. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის კოლმეურნეობის მიწებიდან სოფელ ლიკანში 2 ჰექტარი (სახნავი - 0,36 ჰექტარი, საძოვარი - 1,64 ჰექტარი) - ბორჯომის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.

18. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,6 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 6 ოჯახის სამოსახლოებით დასაკმაყოფილებლად.

19. ქარელის რაიონის ფცის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,15 ჰექტარი სახნავი - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურის ერთი ოჯახის დასაკმაყოფილებლად.

20. ქარელის რაიონის ბრძენის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,72 ჰექტარი სახნავი (ორ ნაკვეთად) - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები 8 ოჯახის სამოსახლოდ, მათ შორის ერთ ოჯახს მოცვლით.

21. ქარელის რაიონის ავლევის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,72 ჰექტარი სახნავი (სამ ნაკვეთად) - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები 8 ოჯახის სამოსახლოდ, მათ შორის ერთ ოჯახს მოცვლით.

22. გარდაბნის რაიონის გამარჯვების მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 7 ჰექტარი საძოვარი - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის მუშების, სპეციალისტების, სოფლის სხვა მოსამსახურეთა ოჯახებისა და იმ პერსპექტიული ოჯახების დასაკმაყოფილებლად (სულ 25 ოჯახი), რომლებიც ადგილობრივი მუდმივი მაცხოვრებლები არიან და განიცდიან საცხოვრებელი ფართობის და საკარმიდამო ნაკვეთების სიმცირეს.

გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა:

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;

- მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს შერჩეულ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა.

23. მცხეთის რაიონის მუხრანის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ნაცვლად მოთხოვნილი 0,70 ჰექტარისა, 0,60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (მათ შორის სახნავი - 0,17 ჰექტარი, საძოვარი - 0,43 ჰექტარი) 4 ოჯახის დასაკმაყოფილებლად.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

24. მცხეთის რაიონის მუხრანის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 10 ჰექტარი სარწყავი, სახნავი - საკარმიდამო მიწის ფონდში 1987 წელს სტიქიისაგან დაზარალებული ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მოსახლეობის (36 კომლის) დასასახლებლად.

მუხრანის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობამ გამოყოფილი მიწის ფართობის სამაგიეროდ აითვისოს 10 ჰექტარი ახალი მიწა სახნავად.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

25. თეთრი წყაროს რაიონის ებისის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 4,35 ჰექტარი ნასვენი - ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში სოფელ ფარეხისის მუშა-მოსამსახურეთა საკარმიდამო მიწით დასაკმაყოფილებლად.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

26. ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის კოლმეურნეობის მიწებიდან 4,5 ჰექტარი ფართობი - ხაშურის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მრავალდარგოვან საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანებას, აქედან: ქ.  ხაშურის კომუნალური ბინების მშენებლობისათვის - 2 ჰექტარი სახნავი და ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის - 2,5 ჰექტარი ქვიანი საძოვარი.

27. ხაშურის რაიონის დაბა სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 4,61 ჰექტარი ფართობი - საკარმიდამო მიწის ფონდში, აქედან: 3,61 ჰექტარი (სახნავი - 1,94 ჰექტარი, ნასვენი - 0,5 ჰექტარი, საძოვარი - 0,57 ჰექტარი, სამეურნეო ეზო - 0,6 ჰექტარი) - ამავე კოლმეურნეობას კოლმეურნე წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთათვის, მათ შორის 0,24 ჰექტარი ტოლფარდ საკარმიდამოზე მოცვლით, ერთი ჰექტარი ბუჩქნარიანი საძოვარი - სურამის სადაბო საბჭოს აღმასკომს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.

ხაშურის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა:

-კოლმეურნეობის საკარმიდამო ფონდისათვის გამოყოფილ ნაკვეთში გაითვალისწინოს მაღალი ძაბვის ხაზის ქვეშ მდებარე ზოლის გამოთიშვა დასახლებიდან და საზღვრები შეუთანხმოს გაერთიანება „საქენერგოს“;

-გაითვალისწინოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით წარმოდგენილი წინადადებანი;

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

28. ხაშურის რაიონის ქვიშხეთის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,06 ჰექტარი - ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი ოჯახისათვის სამოსახლოდ ტოლფარდ საკარმიდამოზე მოცვლით.

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

29. ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,75 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 3 ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ;

გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

30. დუშეთის რაიონის ჭართლის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 2,0 ჰექტარი საძოვარი 12 ოჯახისათვის.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

თავმჯდომარე                                                                ნ. ჭითანავა

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

საქმეთა მმართველი                                                       ზ. მახარაძე