„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№588
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.008.753
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 13/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

200.010.000.22.033.008.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №588

2006 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №18. მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

1. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-17 გრაფაში სათანადო აღნიშვნით – „კორექტირებული“ და გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ნავთობპროდუქტის სსაფ-ით გამოწერით სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნების შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს გამოწეროს კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანების „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად.“.

2. ინსტრუქციის მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ მოითხოვება.“.

3. ინსტრუქციის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19.

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმება დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (რომელიც შევსებული უნდა იყოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით) წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის მე-19 გრაფის გასწვრივ პირადნომრიანი ბეჭდისა და საბაჟოს შტამპის დასმით. ასევე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-11, მე-12 გრაფების მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ ბრძანებით განსაზღვრულ ზომის ერთეულში, ხოლო მე-13 გრაფაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს.“.

4. ინსტრუქციის №9 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2006.
როდის იქნა მიღებული „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"?
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 09.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №588. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.22.033.008.753.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე", №588, 09.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.753 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64936/