,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.753
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №588
2006 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის���� �14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №18. მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ინსტრუქციის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16
1. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-17 გრაფაში სათანადო აღნიშვნით � ,,კორექტირებული� და გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ნავთობპროდუქტის სსაფ-ით გამოწერით სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნების შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს გამოწეროს კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანების ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ� ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად.�.
2. ინსტრუქციის მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ მოითხოვება.�.
3. ინსტრუქციის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 19.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმება დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (რომელიც შევსებული უნდა იყოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით) წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის მე-19 გრაფის გასწვრივ პირადნომრიანი ბეჭდისა და საბაჟოს შტამპის დასმით. ასევე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-11, მე-12 გრაფების მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ ბრძანებით განსაზღვრულ ზომის ერთეულში, ხოლო მე-13 გრაფაში � საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს.�.
4. ინსტრუქციის №9 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან ,,ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი.�.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 18.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №79. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.22.033.011.423.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №79, 18.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.423 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75796/