,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№606
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.22.033.010.423
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 81, 11/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.033.010.423

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №606

2007 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ,,ინსტრუქციაში (სსმ III, 27.06.05, №76, მუხ. 812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) გასცემს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი) (დანართი №1)“.

ბ) მე-4 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სერტიფიკატის მისაღებად, ძსმპ-ის თითოეულმა მონაწილემ, წილის მფლობელმა, საოპერაციო კომპანიამ, ტვირთის გამგზავნმა ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით (0%) ,,ხელშეკრულებისა“ და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

5. კონტრაქტორს, რომელმაც დადო ხელშეკრულება საოპერაციო კომპანიასთან, ძსმპ-ის მონაწილესთან ან სხვა კონტრაქტორთან, ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, საქმიანობის, მომსახურების და ტექნიკის მიწოდების შესახებ, აქვს უფლება მიმართოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით, №3 დანართში მოცემული ფორმით, სერტიფიკატის მისაღებად. კონტრაქტორის წერილობითი განცხადება ხელმოწერილ უნდა იქნეს საოპერაციო კომპანიის, ძსმპ-ის მონაწილის ან სხვა კონტრაქტორის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება და უნდა ადასტურებდეს, რომ წილობრივ მონაწილეებთან, კონტრაქტორებთან, ტვირთის გამგზავნებთან ან მათ აფილირებულ პირებთან დადებულია ხელშეკრულება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების და ტექნიკის მიწოდების შესახებ. განცხადებას უნდა დაერთოს ამონაწერი ხელშეკრულებიდან (ნოტარიალურად დამოწმებული), რომელიც შეიცავს:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა მოკლე აღწერას;

ბ) ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებათა დაწყებისა და დასრულების თარიღებს;

გ) ხელშეკრულების დამდებ (ხელმომწერ) მხარეებს.

6. შემოსავლების სამსახურს შეუძლია მიმართოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას სერტიფიკატის გაცემაზე დასტურის მისაღებად.

7. ,,პირის” მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გასცემს სერტიფიკატს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ. სერტიფიკატის გაცემის თარიღი არის შემოსავლების სამსახურში სერტიფიკატის მიღებაზე განცხადების რეგისტრაციის თარიღი. სერტიფიკატის გასაცემად ზემოაღნიშნულის გარდა სხვა არანაირი დოკუმენტი არ არის საჭირო.

8. ძსმპ-ის მონაწილისათვის ან წილის მფლობელისათვის, საოპერაციო კომპანიისათვის, ტვირთის გამგზავნის ან მათი აფილირებული პირებისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისად, თითოეული მათგანი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. შემოსავლების სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს 5 (ხუთი) წლის ვადით, მე-7 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

9. კონტრაქტორისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია №3 დანართში მოცემული ხელშეკრულების სავარაუდო ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი) წლისა სერტიფიკატის გაცემის თარიღიდან. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება ან ხელშეკრულების ვადა არის 3 (სამ) წელზე მეტი, კონტრაქტორმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს სერტიფიკატის განახლებისათვის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს.

10. ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შეწყვეტისას ყველა სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია, ჩაბარებულ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურში 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

11. შემოსავლების სამსახური ახორციელებს სერტიფიკატების მიზნობრივად გამოყენების კონტროლს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში”.

გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,2. სდღგ-სერტიფიკატის მისაღებად ,,პირმა“ წერილობითი განაცხადით უნდა მიმართოს საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. წერილობით განაცხადთან ერთად ,,პირმა“ საგადასახადო ინსპექციაში უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სდღგ-სერტიფიკატების გასაცემად სხვა დოკუმენტები, ზემოაღნიშნული განაცხადის და სერტიფიკატის გარდა არ არის საჭირო.

3. ,,პირის“ მიერ წერილობით განაცხადთან ერთად შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკატის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია მისცეს ,,პირს” სდღგ-სერტიფიკატები, მათში ამ პირის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერის შემდეგ. სდღგ-სერტიფიკატების დაგვიანებით გაცემის ან გაუცემლობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციას ეკისრება პასუხისმგებლობა”.

დ) მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაცქიით:

,,14. შემოსავლების სამსახური ახორციელებს სდღგ-სერტიფიკატების მიზნობრივად გამოყენების კონტროლს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. სადავო საკითხების გადაწყვეტა სდღგ-სერტიფიკატების თაობაზე ხდება ,,ხელშეკრულების“ მე-17 მუხლის გათვალისწინებით”.

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე. ამისათვის პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით. დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.“

ვ) №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

სერტიფიკატი №000“.

ზ) №3 დანართში სიტყვები ,,საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლის აღნიშვნა განცხადების მიღების თაობაზე“ შეიცვალოს სიტყვებით ,,შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღნიშვნა განცხადების მიღების თაობაზე“.

 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი