1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობების უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის ცალკეული წევრი/წევრები შეიძლება განისაზღვროს/განისაზღვრონ კომიტეტის თემატურ მომხსენებლად/მომხსენებლებად.

2. კომიტეტი განსაზღვრავს აგრეთვე კომიტეტის თემატური მომხსენებლის სამუშაო სფეროს/სფეროებს ან მიმართულებას/მიმართულებებ