1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2 კომისიის წევრი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, საკრებულო აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, საკრებულოს სხდომაზე ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია იმ საკრებულოს წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მონაწილეობა, წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომისიაში, ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

5. თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე საკრებულოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

6. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია 1 კვირით ადრე ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3-ჯერ, თითო თვით. ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს რიგით სხდომის დღის წესრიგში. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია ან საკრებულო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომისიის, საკრებულოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ან/და დავალებები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

თავი VI

საკრებულოს ფრაქცია, უმრავლესობა და ოპოზიც