„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016763 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/06/2025
2,184 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამშრომელზე.
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 98% 04.09.2023 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 98% 26.07.2023 კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 98% 22.05.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2023 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 96% 30.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2025 წლის 30 მაისი ქ. წყალტუბო „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისერგო კირკიტაძე დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის  შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამშრომელზე. ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები 1.განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს; ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს; გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურებების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილის არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილის კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხვის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებაც, ობიექტური მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი, ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 3. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-In მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 4. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავას ზეთის ხარჯი; გ) ძრავას ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლების ხარჯი; თ) ძრავას ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები; კ) შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. 5. შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 6. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე ოთხჯერ. ხუნდების ოდენობის ამოწურვის შემდგომ ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით. 7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, რომელშიც არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი). 8. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში. 9. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება. 10. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. 11. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. 12. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესყიდვა განახორციელოს შესაბამისი ჰიბრიდული − მსუბუქი ჰიბრიდი (MHEV) ან/და სრულად ჰიბრიდი (HEV) ავტომობილის მითითებით. 13. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. 14. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი). 15. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 16. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის  კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.  მუხლი 6🔗. კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება 1. ეს მუხლი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. 2. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს. 3.  III კლასის მსუბუქი ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით: ა) ზოგადი დანიშნულებით: ა.ა) სამორიგეო; ა.ბ) მომარაგების; ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; ბ) განპიროვნებული: ბ.ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი; ბ.ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები; ბ.გ) წყალტუბოსს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ.დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. 3.1. III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №1-ის შესაბამისად. 3.2. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №2-ის შესაბამისად. 3.3. III კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 3.4. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 3.5. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №3-ის შესაბამისად. 3.6. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №4-ის შესაბამისად. 3.7. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 3.8. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია: ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად; ბ) პიკაპი; გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით. 4.1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №5-ის შესაბამისად. 4.2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. 6. შესასყიდი ყველა ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.  ცხრილი №1 III კლასის მსუბუქი ავტომობილი ცხენის ძალა არანაკლებ 75 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5 - საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3840 სიგანე არანაკლებ 1695 სიმაღლე არანაკლებ 1450 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი მაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშისსაწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა ორი უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა ABS   ცხრილი №2 III კლასის მსუბუქი  ჰიბრიდული ავტომობილი ​​საწვავის ტიპი ​​ჰიბრიდი ​​კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ ​​122 ​​კარები ​​4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის) ​​გადაცემათა კოლოფი ​​ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი ​​სიგრძე არანაკლებ ​​4136 ​​სიგანე არანაკლებ ​​1492 ​​სიმაღლე არანაკლებ ​​1385 ​საგარანტიო პირობები ​​7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, ​გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000  ​კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)  ​სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ​​ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,  ​ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,  ​ელექტრომცველები, შუშის საწმენდი  ​ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის  ​გადაბმულობის ქურო, გადაცემათა  ​კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა  ​კოლოფის გადაბმულობის დისკი და  ​საყრდენი დისკი) ​​უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი ​​NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ​​ელექტროშუშები ​​ოთხივე ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​კონდიცირება ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​აუდიოსისტემა ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით ​​აუცილებელი მოთხოვნა ​​სარკეების ელექტრო- ან/და მექანიკური რეგულირება     ცხრილი №3 III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი ცხენის ძალა არანაკლებ 82 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ - 5 საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3665 სიგანე არანაკლებ 1600 სიმაღლე არანაკლებ 1575 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფადცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევროქრაშტესტი, IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა ორი უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა ABS აუცილებელი მოთხოვნა 4X4 ცხრილი №4 III კლასის მსუბუქი  მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილი საწვავის ტიპი ჰიბრიდი კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ 140 კარები 4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის) გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 4125 სიგანე არანაკლებ 1725 სიმაღლე არანაკლებ 1535 საგარანტიო პირობები 7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე  აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები ოთხივე აუცილებელი მოთხოვნა მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიცირება აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა აუცილებელი მოთხოვნა ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა აუცილებელი მოთხოვნა ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი აუცილებელი მოთხოვნა 4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით აუცილებელი მოთხოვნა საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება აუცილებელი მოთხოვნა ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით აუცილებელი მოთხოვნა სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება ცხრილი №5 სპეციალიზებული კლასის ავტომობილი ცხენის ძალა არანაკლებ 102 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 5000 სიგანე არანაკლებ 1755 სიმაღლე არანაკლებ 1760 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფად ცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა მინიმუმ ორი უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა ABS აუცილებელი მოთხოვნა 4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით აუცილებელი მოთხოვნა საჭის სიმაღლის მარეგულირებელი აუცილებელი მოთხოვნა სარკეების მექანიკური ან ელ. რეგულირება