სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016563 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ საქართველოს აგროკლიმატური ზონების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2025 წლის 30 მაისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 3 (სამი) ერთეული ავტოსადგურის განთავსება ქალაქ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის შემდეგ დასახლებებში:
ა) ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული;
ბ) ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეული;
გ) გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეული;
დ) ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული;
ე) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული;
ვ) ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული;
ზ) მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული;
თ) ლეძაძამის ადმინისტრაციული ერთეული;
ი) ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეული;
კ) ეკის ადმინისტრაციული ერთეული;
ლ) უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული;
მ) ხორშის ადმინისტრაციული ერთეული;
ნ) მენჯის ადმინისტრაციული ერთეული;
ო) თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული;
პ) ზანის ადმინისტრაციული ერთეული.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია