საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016422 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/06/2025
1,476 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 96% 27.09.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 07.03.2019 სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 11.05.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 04.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება  №18 2025 წლის 30 მაისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, მე-20 მუხლების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულება, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები (გაზეთი „აჭარა" №142 (23.207), 12.12.09). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ხორუმი“ (შემდგომში – ანსამბლი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში –  მთავრობა) სამართლებრივი აქტით, შესაბამისი ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ანსამბლი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ანსამბლი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ანსამბლს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ანსამბლი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით. 4. ანსამბლი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ანსამბლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. №17. მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები ანსამბლის მიზანია: ა) ქორეოგრაფიული ხელოვნების, ხალხური ცეკვების საუკეთესო ნიმუშების განვითარება და პოპულარიზაცია; ბ) საკონცერტო ღონისძიებების განხორციელება; გ) მაღალხარისხოვანი ხალხური ცეკვების დადგმა; დ) მოსახლეობის ფართო ფენების ესთეტიკური აღზრდა, ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება. მუხლი 3🔗. ანსამბლის უფლებები და ვალდებულებები 1. ანსამბლს თავისი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით, უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია); ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, აირჩიოს მის მიერ შექმნილი ცეკვებისა და კონცერტების საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიე­რი ფორმა, გასცეს თანხმობა (დამდგმელი ჯგუფის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ცალკეული საკონცერტო ნომრებისა და კონცერტების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზა­­ციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის კომერციული საქმიანობა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის წევრთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და მიზნების შესრულებას; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციის ან/და მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ე) შეიმუშაოს და განახორციელოს სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედე­ბითი პროექტები საქართველოში და საზღვარგარეთ (მათ შორის, ერთობლივი პროექტები); ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას, დააფინანსოს და გააუქმოს ანსამბლის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად; თ) განახორციელოს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებანი. 2. ანსამბლი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართვე­ლოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ანსამბლის წევრთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 4🔗. ანსამბლის ხელმძღვანელობა 1. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრო­ბის უფლებამო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიცია­ტი­ვით ან მინისტრის წარდგინებით. 2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სამხატვრო ხელმძღვა­­ნელი. ანსამბლის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები. 3. დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს დირექტორის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული ანსამბლის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 5🔗. ანსამბლის დირექტორის უფლებამოსილება 1.ანსამბლის დირექტორი: ა) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ანსამბლის საქმიანობას, მოქმედებს ანსამბლის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე; გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ანსამბლის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ანსამბლის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს შესაბამის აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ანსამბლის ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს ანსამბლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს ანსამბლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ანსამბლის თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ანსამბლის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ანსამბლის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ანსამბლის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; თ) უფლებამოსილია ანსამბლის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და შესაბამისი აქტით ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ანსამბლის ბალანსს; კ) ამტკიცებს ანსამბლის შინაგანაწესს და ანსამბლის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ანსამბლის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ანსამბლის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ; მ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს ანსამბლის საკონსულტაციო ორგანოს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში. 2. სამხატვრო საბჭოს ირჩევს შემოქმედებითი კოლექტივი. სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), შემოქმედებითი კოლექტივიდან არჩეული და მოწვეული პირები. 3.   სამხატვრო საბჭო განიხილავს: ა) ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და ანსამბლის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობას და აფასებს მიღწეულ შემოქმედებით შედეგებს; გ) განიხილავს სხვა შემოქმედებით დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივ შემოქმედებით სამუშაოთა დაგეგმვასა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 4. სამხატვრო საბჭო შედგება 9 წევრისაგან. ანსამბლის დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხატვრო საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 5. სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორი. მუხლი 7🔗. ანსამბლის საქმიანობის კონტროლი 1.  ანსამბლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლე­ბე­ლი ორგანოა სამინისტრო. 2.  ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ანსამბლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანო­ბისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ანსამბლის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს, ანსამბლის დირექტორს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ანსამბლის დირექტორი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ანსამბლის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. 5. ანსამბლის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო (სამეთვალყურეო საბჭო). ანსამბლის სამეთვალყურეო ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მთავრობის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 8🔗. ანსამბლის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ანსამბლმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 9🔗. ანსამბლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან. 2.  ანსამბლის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ანსამბლის ფუნქციო­ნირების განმავლობაში ანსამბლის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ანსამბლს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – საკუთრების უფლება. 3. ანსამბლის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. 4. ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. ანსამბლის ფინანსები ანსამბლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო-და აუდიოჩანაწერების სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლა­ციათა კომერციული მიზნების გამოყენებით; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; ე) გრანტები და შემოწირულებები; ვ) დამხმარე კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; თ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 11🔗. ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება ანსამბლი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 12🔗. ანსამბლის ლიკვიდაცია ანსამბლის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.