📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025089 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/06/2025
293 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 05.06.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 29.12.2021 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტისლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 86% 05.02.2021 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 83% 23.02.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს კანონი 83% 25.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №197  2025 წლის 5 ივნისი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში − ინსტიტუტი). 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის №140 დადგენილება. მუხლი 2🔗 1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. 2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს. მუხლი 3🔗 დაევალოს სამინისტროს: ა) ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს: ა.ა) ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;  ა.ბ)  ინსტიტუტში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.გ) ინსტიტუტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; გ) განახორციელოს ღონისძიებები, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით; დ) შექმნას კომისია, ინსტიტუტში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის განხილვისა და წინადადებების მომზადების მიზნით. მუხლი 4🔗 1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე