საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №651
სარეგისტრაციო კოდი 000000200.02(0).000.000014 8
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
901 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №651 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ  უკანასკნელ წლებში რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსის მეცნიერული უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის განხორციელებულ კონკრეტულ ღონისძიებათა შედეგად ერთგვარად დაიხვეწა აგრარული მეცნიერების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა, ამაღლდა კვლევის ეფექტიანობა, გაძლიერდა წარმოებასთან მეცნიერების ინტეგრაცია, გაფართოვდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვის მასშტაბები. ამასთან, რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსის მეცნიერული უზრუნველყოფა ჯეროვნად ვერ პასუხობს სახალხო მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს დინამიკური განვითარების მოთხოვნებს და აგრარული მეცნიერების საქმიანობაში მიღწეული შედეგები არ არის სავსებით დამაკმაყოფილებელი, აშკარად შეიმჩნევა სამეცნიერო ძალთა, ფულად და მატერიალურ საშუალებათა დაქსაქსვა, ძნელდება სამეცნიერო ორგანიზაციების მართვაში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ფერხდება წარმოებაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება, გამართულად ვერ მუშაობენ დანერგვის ისეთი პროგრესული ფორმები, როგორიცაა ახლადშექმნილი სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრები, სამეცნიერო-საწარმოო სისტემები; არასაკმარისი მუშაობა ხორციელდება დროებითი შემოქმედებითი კოლექტივების შესაქმნელად და, რაც მთავარია, აგრარული წარმოება კერ კიდევ პასიურობს და ნაკლებ დაინტერესებას იჩენს მეცნიერულ ნამუშევართა პრაქტიკულად დანერგვისადმი. საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსის გაერთიანების მეცნიერული უზრუნველყოფის, სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის დაჩქარებასა და აგრარული მეცნიერების მართვის სტრუქტურის გარდაქმნა-გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვისა და საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილების - საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ცენტრის წინადადება, შეთანხმებული საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, და ხსენებული ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ჩასატარებლად დამტკიცდეს საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა (თან ერთვის), რომელმაც განსაზღვროს აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსების) და წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა. 2. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მიჩნეულ იქნეს აგრარული მეცნიერების უმაღლეს სამეცნიერო ცენტრად და დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსის მეცნიერული უზრუნველყოფისათვის. 3. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მიეცეს უფლება დაგეგმვის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კაპიტალური მშენებლობის, ფინანსებისა და კრედიტის, შრომისა და ხელფასის, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარების, საწარმოთა, ორგანიზაცია-დაწესებულებათა შექმნის, რეორგანიზაციის, გაუქმებისა და გადაცემის საკითხების გადაწყვეტა დადგენილი წესის მიხედვით. აკადემიის მომარაგებისა და სხვა საკითხების გადაწყვეტა ცალკე სტრიქონით იქნეს გათვალისწინებული. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის საჭირო ხარჯები გაწეულ იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტით ამ დარგის მეცნიერებისათვის გამოყოფილი საერო ასიგნებებიდან. 4. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ ის მეცნიერები, რომლებსაც დადგენილი წესით აირჩევენ იმ წამყვან მეცნიერთა რიცხვიდან, ვინც დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის აგრარული მეცნიერების განვითარებაში. ამასთან, აკადემიაში ერთდროულად (არჩევნების გარეშე) შედიან საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, შეიძლება შევიდნენ აგრეთვე საკავშირო და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსები და წევრ -კორესპონდენტები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსში. 5. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძირითად ამოცანებად ჩაითვალოს: - გამოყენებითი და ფუნდამენტური გამოკვლევების გაფართოება და გაღრმავება საქართველოს სსრ აგროსამრეწველო წარმოებაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებისათვის; - საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით და მეურნეობისა და საკუთრების სხვადასხვა ფორმების პირობებში მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციების შემუშავება და მათი პრაქტიკულად განხორციელების გზების ძიება; - ბიოეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო წარმოების, რესურს-დამზოგავი და ბუნების დაცვის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების შექმნა და არსებულის სრულყოფა; - მსოფლიო მეცნერების მიღწევათა შესწავლა და განზოგადება სამამულო მეცნიერებისა და წარმოების განვითარებაში მათი გამოყენების დაჩქარებისათვის; - რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების პრობლემებზე მომუშავე სამეცნიერო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების (მათი უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად) სამეცნიერო-მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. 6. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ: - საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსში შემავალ უწყებებთან ერთად განსაზღვროს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ძირითადი მიმართულებანი, ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა გაუწიოს აგროსამრეწველო კომპლექსის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადასაწყვეტად რესპუბლიკური და დარგობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესრულებას; - მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან, მოკავშირე რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის შესაბამის აკადემიებთან და მსხვილ სამეცნიერო ცენტრებთან; - შეიმუშაოს და არსებული წესით დაამტკიცოს აკადემიის აპარატის სტრუქტურა და წესდება; - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ორი თვის ვადაში წარმოუდგინოს წინადადებები საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამგებლობაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ და აგროსამრეწველო კომპლექსის მეცნიერული უზრუნველყოფით დასაქმებულ სამეცნიერო ორგანიზაციათა დამატებით გადაცემისა და აკადემიის სისტემის სამეცნიერო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ძირეული გაუმჯობესების თაობაზე. 7. საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომპლექსის უწყებებმა, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა შექმნან ხელსაყრელი ორგანიზაციულ-ეკონომიკური, საწარმოო პირობები სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დანერგვის ისეთი ეფექტიანი დანაყოფების ფუნქციონირებისათვის, როგორიცაა სამეცნიერო-საწარმოო (საწარმოო) სისტემები, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრები, სამეცნიერო ფირმები, ასოციაციები და გაერთიანებები, მიიზიდონ მათს შემადგენლობაში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები, გადამმუშავებელი საწარმოები, კოოპერატივები, მოიჯარენი და გლეხური მეურნეობები. 8. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას გამოეყოს საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილების მიერ ამჟამად დაკავებულ საქართველოს სამხედრო გზის მე-13 კილომეტრზე არსებული შენობა და დაევალოს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს გამოყოს 100 ათასი მანეთი შენობის კაპიტალური შეკეთებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოთა ჩასატარებლად მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე                                             ო. ქვილითაია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                        ზ. მახარაძე დანართი სია საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განმხორციელებელი საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისა ვ. გ. ლორთქიფანიძე           - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის                                                 მოადგილე, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; ვ. ი. მეტრეველი                  - საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის                                                 ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილების                                                 პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საორგანიზაციო                                                 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გ. გ. ნაკაიძე                           - საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის                                                 თავმჯდომარის მოადგილე; ზ. მ. გეგეჭკორი                   - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა                                                 მმართველობის აგროსამრეწველო დარგებისა და ბუნების                                                 დაცვის განყოფილების გამგე; დ. ვ. როგავა                          - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა                                                 მმართველობის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის                                                 განყოფილების გამგე; რ. ა. ჯაფარიძე                      - საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა                                                 სახელწმიფო კომიტეტის თავმჯდომარე; მ. ვ. მურჯიკნელი               - საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრის მოადგილე; რ. ა. ხუროძე                         - საქართველოს სსრ სახალხო განათლების მინისტრის                                                 მოადგილე; თ. ვ. კუნჭულია                   - საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო                                                 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გ. დ. აგლაძე                         - საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-                                                 კვლევითი ინსტიტუტის რექტორი; საკავშირო სოფლის                                                       მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; რ. გ. ურჯუმელაშვილი      - საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს                                                 მდივანი; ი. ვ. მაკაროვი                       - საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის                                                 წარმომადგენელი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                 ზ. მახარაძე