„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
120340000.10.003.025100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2025 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2024, 120340000.10.003.024513) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის“:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნენ სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე სააგენტოს წარმომადგენლები.“.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემაში;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე