პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE 15.12.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 69-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“.
3. 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“.
4. 102-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/საქართველოს პროკურატურას.“.
5. 108-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფსა და საქართველოს პროკურატურას.“.
6. 115-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, საქართველოს პროკურატურა, საბჭო.“.
7. 116-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ, გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“.
8. 1261 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N703-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 69. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება
- მუხლი 72. დისციპლინური სახდელის სახეები
- მუხლი 78. სამარტოო საკანში მოთავსება
- მუხლი 102. საჩივრის ადრესატი
- მუხლი 108. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
- მუხლი 115. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
- მუხლი 116. სატელეფონო საუბარი
- მუხლი 1261. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №703-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.102664.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №703-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.102664 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6530887/