საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№712-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეიძლება ჰყავდეს 1-ზე მეტი თანაშემწე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვა პარლამენტის წევრს (გარდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა, ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა, ფრაქციის თავმჯდომარისა და ოლქის დელეგატისა) − 1 თანაშემწე.“.

2. 147-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე:

ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.“.

3. 163-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 190-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 208-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N712-IIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №712-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016123.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №712-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016123 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6530965/