ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016721 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
859 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.05.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.05.2025 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.08.2025 ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.05.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.05.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
27.06.2025
30.07.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №129 2025 წლის 25 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის 1​​1 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. (დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუნიციპალი­ტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენ­დაციებს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები საბჭოს ფუნქციებია: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის ზედამხედველობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით; გ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნ­ველყოფა. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებები საბჭო უფლებამოსილია: ა) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შესაბამისი საკითხები, სათანადო კვლევების საფუძველზე მოამზადოს დასკვნები, რეკომენდაციები; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების იმგვარად შესამუშავებ­ლად, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია; გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხების შესწავლისა და განხილვისათვის მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან/და ექსპერტები, ითანამშრომლოს და მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხების შესწავლისა და განხილვისათვის მოიწვიოს აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) შეიმუშაოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი და წარუდგინოს საკრებულოს; ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირ­ებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა, ფორმირება და შემადგენლობა 1. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი. 2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან. 3. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით  ირჩევს საბჭო. 4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება 12 წევრით. საბჭოს შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრები, მერიის სამსახურების წარმომადგენლები. 6. საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 5🔗. საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ, ექვსი თვის განმავლობაში საბჭოს საქმიანობაში  მონაწილეობის მიუღებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ)  საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) გარდაცვალება; ზ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა/უფლებამოსილების ვადის ამოწურვა და საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლება. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზება 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს. 2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ადგენს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის  შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით. მუხლი 7🔗. საბჭოს საქმიანობის ანგარიშგება 1. საბჭო ამზადებს საბჭოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს და წელიწადში ერთხელ, წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. 2. წლიური ანგარიში საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ქვეყნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი  საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.