„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№798-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.102727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს;“;

ბ) „დ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ტ​6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ყ​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 282 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2025 წლის 1 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემა. უფლებამონაცვლე უწყებების საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს ამ უწყებებისთვის გადაცემული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში არსებული შტატებით გათვალისწინებული რიცხოვნობის ოდენობით.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N798-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ზოგადი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №798-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.102727.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №798-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102727 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6543250/