„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ 22.02.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან ამ საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების შესაბამისად ამტკიცებს სათანადო მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს იმავე წინადადების შესაბამისად ამტკიცებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება დეპარტამენტთან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N814-IIმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №814-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.05.001.102733.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №814-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.102733 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6549638/