საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.07.2006 ძალადაკარგული 14.07.2011
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
020.080.070.22.023.008.954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.070.22.023.008.954

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №583

2006 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვე­ვის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

2. დამტკიცდეს დანართ-1-ში მოყვანილი „სამარ­თალ­დარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა“.

3. დამტკიცდეს დანართ-2-ში მოყვანილი „ადმინის­ტრა­­ციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიც­ხვის ჟურნალის ფორმა“.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

1. წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში არსებუ­ლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებას.

2. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრა­ციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.

3. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრა­ციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციე­ლებს სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფის დეპარ­ტამენტი.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სამინისტროს ადმინის­ტრაციულ დეპარტამენტში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ ამი­სათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან.

5. ოქმის ბლანკები შენახულ უნდა იქნეს ცეცხლ­გამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქ­მის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირ­თათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.

6. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ოქმის ბლან­კების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმების ბლანკები გადაეცემა სამინისტროს სისტემაში არსებულ იმ ორგანოებს, რომელთაც კანონ­მდებ­ლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლე­ბამოსილება.

7. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენ­ტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა სამინისტროს სისტემაში არსებულ იმ ორგანოებისათვის, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსი­ლება უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში.

8. სამინისტროს სისტემაში არსებული ის ორგანოე­ბი, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭე­ბული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან გამოყონ ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან სამარ­თალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

9. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლა­ნკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ ,,ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღიცხვის ჟურ­ნალ­ში“, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში.

10. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხის­მგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თვეში ერთხელ აცნობონ ადმინისტრაციულ დეპარ­ტამენტს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.

დანართი №1

 სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა

სერია

№....დან

№....მდე

რაოდენობა

გაცემის

თარიღი

ბლანკები მივიღე

(თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

გაცემის თარიღი

ოქმის №

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედგენილი ოქმები

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდე-ბობა

ხელმოწერა

დაბრუნების თარიღი

ოქმის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდე-ბობა

12

13

14

15

16

17

18

19

20

21