1. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.

2. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) შესყიდვების სამმართველო;

ბ) ანგარიშგების სამმართველო.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება. დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურასა და ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით;

გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება;

ე) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შედეგად  გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელმოწერის ორგანიზება;

ვ) დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის განთავსება აღნიშნულ სისტემაში;

ზ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცედურების განხორციელება. გამარტივებული შესყიდვისა და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;

თ) შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარება და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა     განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების  სამსახურის შესყიდვების სამმართველო;

გ) „დ“–„ვ“ და „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო შესყიდვების  სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ