1. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, განვითარება და პერიოდული განახლება დეპარტამენტის მიზნებთან და ღირებულებებთან შესაბამისობაში;

ბ) ადამიანური რესურსის დაგეგმვა, რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება, ადამიანური რესურსის შერჩევის უზრუნველყოფა;

გ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და სასწავლო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია;

დ) დეპარტამენტის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის საჭირო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ე) სტაჟირების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია. სტაჟიორთა მენტორობის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესის უზრუნველყოფა;

ვ)  სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება და მართვა;

ზ) კარიერული განვითარების მხარდაჭერა;

თ)  შრომითი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება და კორპორაციული კულტურის განვითარება;

ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების/პოლიტიკების მომზადება;

კ) ადამიანური რესურსის ადმინისტრირება, შრომით-სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ადამიანური რესურსების მართვის პროცესებისა და შრომის სამართლის ნორმების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ლ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, სამუშაოს აღწერილობების, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება;

მ) დასაქმებულთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ნ) ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატურად შეგროვება და დამუშავება, მათ შორის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისთვის;

ო) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;

პ)  ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;

ჟ) დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი სივრცის შექმნის მიზნით, შიდა რეგულაციებსა და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;

რ) თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების ადმინისტრირება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ