1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსს (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები).

5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).

6. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი) შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ან/და სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) წინაშ