1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.

3. მინისტრი უფლებამოსილია დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

5. დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახე