1. ფინანსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.

2. ფინანსების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;

გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო.

3. ფინანსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

ბ) დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის წარმართვა;

გ) დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური დაგეგმვის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განვითარების პარტნიორების მიერ დეპარტამენტისათვის საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;

ვ) საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, განვითარების პარტნიორებისგან მიღებული სახსრებით (სესხები და გრანტები) განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება;

ზ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება;

თ) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;

ი) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის უწყებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სასესხო ხელშეკრულებების პროექტების, მასალების, დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) შესაბამისი მასალების მომზადება, სესხისა და გრანტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე მათი ათვისების თაობაზე სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანგარიშების შესადგენად;

მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;

ბ) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ და „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;

გ) „ე“, „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;

დ) „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ