1. ამ კანონის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას.
2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;
გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვ