1. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:
ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
გ) საშენის რეგისტრაციას;
დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;
ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;
ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;
ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს.
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააგენტო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად;
ბ) ახორციელებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
6. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია.
7. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცხოველის გადაადგილებისას ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებშ