1. ამ კანონის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა;

გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა;

დ) შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისა და მიმკედლებლების ვალდებულებების განსაზღვრა;

ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ვ) შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვა.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზ